GE

კსუ სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებით ავრცელებს ინფორმაციას

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემული განახლებული რეკომენდაციების საფუძველზე, სტუდენტთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სწავლების პროცესი 11 ოქტომბრიდან  ნახევრად ელექტრონული სისტემით შემდეგი სახით განხორციელდება:

  • 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე განხორციელდება ჰიბრიდული სწავლების ფორმით ელექტრონული სწავლების წესის შესაბამისად;
  • კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სასწავლო კურსების სწავლება 11 ოქტომბრიდან განხორციელდება არადისტანციურად დანართის შესაბამისად;
  • მედიცინის ერთსაფეხურიან პროგრამაზე კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სასწავლო კურსები განხორციელდება არადისტანციურად, მკაცრად განსაზღვრული გრაფიკისა და მოცულობის ჯგუფების გათვალისწინებით;
  • სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, რომლებიც კლინიკურ და პრაქტიკულ სასწავლო კურსებს გადიან პაციენტთან კონტაქტით, მოეთხოვებათ წარმოადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ.

სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე სასწავლო პროცესი სრულად გრძელდება დისტანციურად.

სწავლების ფორმატთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით იხილეთ:
მედიცინის ფაკულტეტი
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური