კსუ შემწყნარებლობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ტელესიმპოზიუმში ჩაერთო
16 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში საერთაშორისო სამეცნიერო ტელესიმპოზიუმი გაიმართა (მრგვალი მაგიდის ფორმატით), რომელიც ჰუმანური პედაგოგიკის ერთ-ერთი დამაარსებლის, იან კომენსკის გარდაცვალების 350 წლისთავს და გაეროს მიერ აღიარებულ „შემწყნარებლობის საერთაშორისო დღეს“ ეძღვნებოდა.
შეხვედრა, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტთა მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავდა პედაგოგიკის რესურსების ეფექტიან გამოყენებას არაძალადობისა და მშვიდობის კულტურის პოპულარიზაციაში.
კონფერენცია მისი აღმატებულების, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის, პეტერ მიკისკას მისასალმებელი სიტყვის წაკითხვით დაიწყო (მომხსენებელი – ალექსანდრე რუსეცკი).
მრგვალი მაგიდის მონაწილეები იყვნენ: ფსიქოლოგიის დოქტორი – პაატა ამონაშვილი – „სიყვარულის ფენომენი პედაგოგიკაში“; ფსიქოლოგიის დოქტორი – ზურაბ ვახანია – „ჰუმანიზმის ისტორია და ევროპული კულტურის ძირები“; ფსიქოლოგიის დოქტორი – ლანა სულხანიშვილი (წმინდა ანდრიას სახელობის უნივერსიტეტი) – „მშვიდობის ფსიქოლოგიის პოპულარიზაციის როლი საქართველოში და კავკასიაში“; ფსიქოლოგიის დოქტორი – ალექსანდრე რუსეცკი (კსუ) – „ამბივერტული განათლების როლი მშვიდობის ფსიქოლოგიის და კულტურის მშენებლობაში – კონფლიქტით გახლეჩილ აფხაზეთის საზოგადოებაში“; ფილოლოგიის დოქტორი – ნინო მინდიაშვილი (კსუ) – „ომი და მშვიდობა ლიტერატურაში“ (ქართული და ოსური ლიტერატურის მაგალითზე); ფსიქოთერაპევტი, ლიცენზირებული ფსიქიატრიული მრჩეველი და სომატური გამოცდილების პრაქტიკოსი – ქეთი გაგნიძე-მაკკორმიკი (აშშ) – „განათლების როლი პატიმართა რეაბილიტაციაში”; ფიზიკა-მათემათიკური მეცნიერებების დოქტორი – ოლღა მუსხელიშვილი – „მვიდობის კულტურის გაკვეთილები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათბვის“; ფსიქოლოგიის დოქტორი, ნეირო კლინიკური ფსიქოლოგი – მინდია გაბიჩვაძე (აშშ) –„ტოლერანტობის ფსიქოლოგია“; ფსიქოლოგიის დოქტორი, გივი ქირიას სახელობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, წმ. ანდრიას უნივერსიტეტის პროფესორი – მაია კალანდარიშვილი (ჰოლანდია) – „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სოციალური ადაპტაციის ფსიქოლიგიური საკითხები“; ფსიქოლოგიის მაგისტრი – ეთერ გაბრიჩიძე – „ქოუჩინგის (პიროვნების განვითარების) ქრისტიანული საფუძვლები“.
ღონისძიების მხარდამჭერები: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია; წმინდა რაჟდენის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი; წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური პროგრამები; ქართველ ფსიქოლოგთა საერთაშორისო სკოლა; საუნივერსიტეტო ფსიქოლოგიის ასოციაცია; ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა.
მრგვალი მაგიდა „პროფესიული ბედნიერების აკადემიის“ ინიციატივითა და სტუდია „სალტეს“ საინფორმაციო მხარდაჭერით ჩატარდა.
- CIU-ში საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- CIU-ში დიაბეტის ცნობიერების ამაღლებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რიგით მესამე ავტორიზაცია მოიპოვა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი