GE

კსუ-ში ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

პროგრამის ხუთი კურსდამთავრებული (ზინიარ რიზგარ აბდულლაჰ, მუსტაფა რაკან ხუდურ, მოჰამმედ ომერ საიიდ, რაიდ ხალაფ ჯასიმ, მაჰმუდ მუჰსიმ შენდო) – ერაყის მოქალაქეები არიან და უნივერსიტეტში, თავი გამოიჩნეს, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებმა.

გამოსაშვებ ღონისძიებაზე, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა კსუ-ის რექტორმა – კახაბერ კორძაიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა – ლალი მეკოკიშვილმა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა – სესილი გოგიბერიძემ. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს იმ წლებზე, რომელიც სტუდენტებმა კსუ-ში გაატარეს, გამოცდილებასა და ცოდნაზე, რომელიც აქ შეიძინეს და იმედი გამოთქვეს, რომ სწავლის დასრულების შემდგომ, კურსდამთავრებულები მშობლიურ უნივერსიტეტთან კავშირს არ გაწყვეტენ და განათლების სფეროში, ორ ქვეყანას შორის ელჩის ფუნქციასაც შეითავსებენ.

კსუ-ის კურსდამთავრებულებს ფარმაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომები – კსუ-ის რექტორმა გადასცა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური