GE

კსუ-ში სარეზიდენტო პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში.

ადგილების რაოდენობა – 3.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 4 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით (სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, საკონტაქტო პირები – ლელა გრიგოლია, ტელ: 599178709; უჩა მეტრეველი, ტელ: 571197776).

კონკურსანტებთან გასაუბრება განხორციელდება 18 ნოემბერს, 14:00 საათზე.

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:

განცხადება;
პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);

დ) დიპლომის ასლი;

ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) ინგლისური ენის ცოდნა – 2 ქულა;

ბ) კონფერენციებში მონაწილეობა – 2 ქულა;

გ) საექიმო გამოცდილება – 2 ქულა;

დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები – 2 ქულა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური