GE

კსუ-ში სტუდენტებს შორის კარლ პოპერის პრინციპით დებატები გაიმართა

კსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების კომიტეტის ორგანიზებით, კარლ პოპერის პრინციპით დებატები გაიმართა. თამაშში სხვადასხვა ფაკულტეტის 3-3 სტუდენტისაგან დაკომპლექტებული 4 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან ფინალში ორი გუნდი – ,,სამ-ეული” და ,,ილუმინატორები“ გადავიდნენ.

მოთამაშე გუნდებმა ნახევარფინალში ორი ძირითადი თემის გარშემო იმსჯელეს:

  • ეთანხმებით თუ არა მარიხუანას კულტივაციას?
  • უნდა გახსნას თუ არა ევროკავშირმა საზღვრები მიგრანტებისთვის?

ფინალისტებმა კი ისეთ თემაზე იმსჯელეს როგორიცაა: უნდა ერეოდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფო საქმეებში?

თამაშის ჟიურის გადაწყვეტილებით, დებატებში გამარჯვებულ გუნდად – ,,ილუმინატორები“ დასახელდნენ – (გიგა გოგუა, კოტე ებრალიძე, ნიკოლოზ მჟავანაძე), გამარჯვებული მოდებატის სტატუსი კი წილად – ნიკოლოზ მჟავანაძეს ერგო. სეზონის ბოლოს, გამარჯვებულ გუნდსა და მოდებატეს წიგნები და ფულადი პრიზი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ კარლ პოპერის პრინციპის დებატებში, მონაწილე გუნდებს 5 წუთი ეძლევათ რეზოლუციის წარსადგენად, ხოლო სამი წუთის მანძილზე გუნდები ერთმანეთს ჯვარედინი დაკითხვის ფორმატით ეჯიბრებიან.

დებატების მონაწილეებს განსახილველი თემები წინასწარ ეგზავნებათ, რათა თამაშისათვის სრულყოფილად მოემზადონ, თუმცა უშუალოდ შეჯიბრის დღეს იგებენ რომელი პოზიციის დამცველ გუნდს მიეკუთვნებიან: საკითხის მტკიცებელ თუ უარმყოფელ გუნდს.

თამაშის ჟიურის წევრები და ორგანიზატორები ბაკურ ხუბულავა და ეთერ ხანჯალიაშვილი არიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური