გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
24-25 სექტემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლელა გოგინავამ, ბუდაპეშტში, ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში (ELTE) გამართულ COST Action-ის შეხვედრაში (ლიტერატურული მრავალენოვნება და სოციალური ტრანსფორმაციები სუპერმრავალფეროვან საზოგადოებში – MultiLiLiTrans) მიიღო მონაწილეობა.
უნივერსიტეტის მიერ 28 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლელა გოგინავა, პროექტის მენეჯმენტის კომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის წევრის სტატუსით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ პირისპირ შეხვედრაში პირველად ჩაერთო. ღონისძიების განსახილველ თემას მულტილინგვურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები და თანამედროვე გამოწვევები წარმოადგენდა. მკვლევრებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემის სასწავლო მასალების შესაძლებლობები და ხარვეზები დეტალურად წარმოაჩინეს.
შეხვედრის ფარგლებში მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ლელა გოგინავა, იტალიელ კოლეგასთან ერთად, უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფს, რომლის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო ინსტრუმენტების კრებულის (Educational Toolkit) მომზადება იქნება.
„გრუნის აკადემიური პერსონალის ჩართვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში კიდევ ერთხელ ადასტურებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო იმიჯსა და სანდოობის ხარისხს“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი