GE

„ლომბარდების ბაზრის კვლევა“ მომსახურება ფიზიკური პირებისთვის

ფოტო –
2545

6 ივნისს, ოთხშაბათს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2, ყოფილი უცხოენების კორპუსის უკან (ვაკის პარკთან), ძველი ენციკლოპედიის შენობა) „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული „ლომბარდების ბაზრის კვლევა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ გამოსაკვლევად შეირჩა ყველა საფინანსო დაწესებულება, რომელიც მომხმარებელს სალომბარდო მომსახურებას სთავაზობს, მათშორისაა: კომერციული ბანკები (ბანკი კონსტანტა, ვითიბი ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, პრივატ ბანკი, საქართველოს ბანკი), მიკროსაფინანსო ორგანიზაციები (ალფა ექსპრესი, თბილმიკროკრედიტი, კრისტალი, რიკო კრედიტი, ქართული კრედიტი,) და კერძო ლომბარდები (12 ლომბარდი თბილისის მასშტაბით). კვლევაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის ფინანსური უწყებები, რომელთაც ფიზიკური პირებისათვის სალომბარდო მომსახურება გააჩნიათ.

კვლევის მიზანი გახლდად საქართველოში მოქმედი საბანკო სექტორების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო დაწესებულებების სალომბარდო მომსახურების ბაზრის შესწავლა. კონკრეტულად ოქროზე (585 სინჯი) ყველაზე დაბალი თვიური საპროცენტო განაკვეთის დადგენა. ოქროს შეფასებისას, ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გამოვლენა. საპროცენტო განაკვეთებისა და ოქროს შეფასებების შედარებითი ანალიზი.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევართა ჯგუფი ბაზრის კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. უახლოეს მომავალში ინფორმაციები უკვე დინამიკაში იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული, რაც ბაზარზე არსებულ სხვადასხვა საინტერესო პროცესებზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის. „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ ინტერესის და საქმიანობის სფეროა მაკრო–მიკრო ეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ანალიზი, ბაზრების კვლევა, პროგნოზირება, რეიტინგები, ინდექსები, ტენდენციები და რეკომენდაციები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური