მაგალითი საქართველოს სკოლებს – როგორ მოიქცნენ ჰონგ-კონგში გახანგრძლივებული არდადეგების გამო
საქართველოს სკოლებში არდადეგების გახანგრძლივების საკითხი მიმდინარე კვირაში უნდა გადაწყდეს. ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია სკოლების დახურვის შემთხვევაში, მოხერხდება თუ არა მოსწავლეებისთვის ონლაინ სწავლების ორგანიზება.
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნუცა კობახიძე, კორონა ვირუსის გავრცელების გამო, ჩინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოცდილებაზე საუბრობს. ჩინეთში სწავლა 2 აპრილამდეა შეჩერებული. მისი თქმით, იმის გამო, რომ უნივერსიტეტები ისედაც აქტიურად იყენებდნენ ონლაინ რესურსებს, სწავლების ამ მეთოდზე გადასვლა ნაკლებად რთული აღმოჩნდა. რაც შეეხება სკოლებს, ვითარება უფრო რთული იყო, თუმცა მათ მოსწავლეებთან ონლაინ ურთიერთობის დასამყარებლად სხვადასხვა მეთოდებს მიმართეს.
„სკოლების შემთხვევაში იყო სირთულე, რადგან სკოლების სისტემა ჰონკ-კონგში არის ჭრელი. არის ადგილობრივი სკოლები, საერთშორისო სკოლები, სხვადასხვა ტიპის სკოლებია. ეპიდემიის გამო სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ, მოიქცნენ იქედან გამომდინარე ვისაც რა რესურსი ჰქონდა. რესურსებით მდიდარმა სკოლებმა მოახერხეს სინქრონული სწავლების დანერგვა -როდესაც მასწავლებელი პირდაპირ ეთერში ერთვება მოსწავლეს და უტარებს გაკვეთილს. უფრო მეტმა სკოლამ დანერგა ასინქრონული სწავლება – როდესაც მასწავლებელი წინასწარ ამზადებს მასალას, ტვირთავს ონლაინ პლატფორმაზე და შემდეგ მოსწავლეს როცა უნდა მაშინ სწავლობს და იყენებს მას. ბევრმა შერეული მოდელი დანერგა, დეცენტარლიზებული სისტემაა, სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ, ვისაც რა რესურსი აქვს. ზოგიერთს უკვე ჰქონდა გუგლქლასრუმით სწავლება, ზოგს ზუმით სწავლება და ასეთი სკოლები უმტკივნეულოდ გადავიდნენ ონლაინ სწავლაზე. ზოგიერთ სკოლას არ ჰქონდა ამდენი რესურსი და ვერ მობილიზდა, მაგრამ ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს მოსწავლეებს დავალებები, სკოლის ვებ-გვერდები გამოიყენეს და ჩვეულებრივი საფოსტო საშუალებები. ყველანაირად ცდილობენ სკოლები, რომ რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ მოსწავლეებთან. ეს არ არის ადვილი. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, არის ძალიან რთული მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, მთავრობისთვის რა თქმა უნდა და ბავშვებისთვისაც“, – ამბობს ნუცა კობახიძე.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი