„მას, ამ ქულას ხომ არ წამიშლიან? – ჩარიცხეთ, სანამ გავუგიჟებივარ“ – ბედნიერი პედაგოგის ამბავი
ნაფარეულის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი და რეპეტიტორი, სკოლის ხელმძღვანელი ნატალია ბერიაშვილი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მისი და ერთ-ერთი აბიტურიენტის წარმატების ამბავს EDU.ARIS.GE-ს განსხვავებულად უზიარებს, ამ ღიმილიან ისტორიაში კი კარგად ჩანს ის როლი, რომელიც მოსწავლისადმი პედაგოგმა უნდა გამოამჟღავნოს, სწავლა-სწავლების პროცესში.
„ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაამ მასლოუ პიროვნული სრულყოფისათვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ინდივიდის საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად, მიკუთვნებულობის და პიროვნების აღიარების მნიშვნელობას, სწორედ ამაზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა ის თვითრეალიზაციას. ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი, სასკოლო საზოგადოების, სოციუმის დამოკიდებულებას მოსწავლეების მიმართ. ვართ თუ არა მათი მხარდამჭერები, მიმღებლები, გზამკვლევები და რამდენად ვეხმარებით თვითრწმენის, თვითშეფასების ჩამოყალიბებაში.
ეს პატარა ამბავი, ღიმილისმომგვრელი დიალოგით, ამის თვალსაჩინო მაგალითია.
მთელი წელი:
– მას, არ ჩავიჭრები?
– არა!
– ჩავიჭრები..
– არ ჩაიჭრები!
– არაა, შანსი არაა, ჩავიჭრები
– არ ჩაიჭრები!
უკვე ბოლოსკენ:
– უეჭველი ჩავიჭრები! მე ვიქნები თქვენი პირველი მოსწავლე, რომელიც ჩაიჭრება.
– სიტყვა ”ჩავიჭრები” აღარ ახსენო!
დღეს:
-აბა, პასუხი?
-მას, ეს ჩემი ქულა არ იქნება,
ამხელა ქულა საიდან?!
– შენია!
-არ შეეშლებოდათ?
-არა, დამშვიდდი, შენი ქულაა, გილოცავ, ძალიან გამახარე, მაგარი ხარ. ხომ გეუბნებოდი?!
-კი, მეუბნებოდით, მაგრამ…
ცოტა ხანში:
-მას, ამ ქულას ხომ არ წამიშლიან? )))
naec -სასწრაფოდ ჩარიცხეთ, სანამ გავუგიჟებივარ. <3
მიხარიხართ ყველა და წარმატებულ სტუდენტობას გისურვებთ“.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება