GE

მასწავლებელი: „სკოლაში ტყის გავლით მივდივარ, მგელს კანონი იცავს და მე არ შეიძლება სკოლის ავტობუსი გავაჩერო“

საჯარო სკოლის ავტობუსით მასწავლებლების მგზავრობის შეზღუდვას არაერთი პედაგოგის და მშობლის გამოხმაურება მოყვა. მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ შვილებს ამ ფაქტის დახმარებით ცუდი მაგალითი მიეცათ და არასწორია, მასწავლებლის სკოლამდე გადაადგილება მოსწავლის გადაადგილებაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი იყოს საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის.

საკითხს ერთ–ერთი რეგიონის სკოლის მასწავლებელი ეხმაურება და საკუთარ მაგალითზე წერს:

„მთავრობა-ჩვენთვის მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტი .

მასწავლებელი სკოლაში ტყის გავლით მივდივარ. მოულოდნელად გადმოხტა მგელი. ან მომკლავს, ან მოვკლავ …მაგრამ …. მგელს კანონი იცავს…

ორი წუთის წინ ავტობუსმა ჩამიარა. არ შეიძლება გავაჩერო -კანონია ასეთი…….ეხ, მგელთან ჭიდილში დაკარგულო მოტივაციავ!!! მაგრამ ვიცი, რომ არ უნდა დავკარგო-ყველა ხომ ჩვენგან ელოდება მოტივაციას. მაშ, გაუმარჯოს მოტივაციის გარეშე მოტივაციას ….მოტივაციას მაღალ სააზროვნო უნარებამდე გამსვლელს!

ჩვენ ერთი დიდი სხეულის პატარა ნაწილები ვართ და არ შეიძლება ერთმანეთს ვქირდავდეთ, ერთმანეთს ვკორტნიდეთ … როგორც არასდროს ისე გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა. ,,ნეტავ იმ ერს, რომელსაც კარგი დედა და კარგი მასწავლებელი ჰყავსო”…

მასწავლებლის უსაფრთხოების მიზნით, დაკანონდეს, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ მასწავლებლების სკოლამდე მისვლა.

დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს“, – წერს პედაგოგი.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტროს პასუხი მასწავლებლებს, რომლებსაც სასკოლო ავტობუსით მგზავრობა აეკრძალათ

სასკოლო ავტობუსი პედაგოგების გარეშე – „მსგავსი აბუჩად აგდება არ მახსენდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური