„მასწავლებელმა საკუთარი კომპეტენცია არ დაადასტუროს და სკოლაში დარჩეს, ასეთი რამ არ მოხდება“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანის თქმით, „ის, რომ მასწავლებელმა საკუთარი კომპეტენცია არ დაადასტუროს და სკოლაში დარჩეს, ასეთი რამ არ მოხდება“, – ამის შესახებ მან განათლების მინისტრის იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმადაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში პირველ რიგში ის ნაწილი გაუქმდება, სადაც სამი წლის თავზე, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, პედაგოგი სკოლიდან თავისუფლდებოდა.
„აქ საუბარია იმაზე, რომ გამოცდა ერთ-ერთი გზა იქნება, რომელიც გასავლელი ექნება პრაქტიკოს მასწავლებელს, ან მას სხვაგვარად მოუწევს საკუთარი კომპეტენციების დადასტურება. ის, რომ მასწავლებელმა საკუთარი კომპეტენცია არ დაადასტუროს და სკოლაში დარჩეს, ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენი ორიენტირი არ არის მასწავლებელი დავამაგროთ სკოლაში, არამედ – ხარისხიანი განათლების სისტემა შევქმნათ. ალტერნატივები, რაც არ ჰქონდა პრაქტიკოს მასწავლებელს, ახალი სქემის ფარგლებში მასაც ექნება ეს ალტერნატივა. ეს ცვლილებები ჯერ კომისიასთან არ განგვიხილავს და ჯობია, დაველოდოთ“,– განაცხადა მანანა რატიანმა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ კი ცვლილება ასე ახსნა: „სქემაში, პირველ რიგში, ის ნაწილი, რომელიც მოიცავდა მუქარას, რომ სამ წელიწადში შეიძლებოდა სამსახური დაეტოვებინა მასწავლებელს, გაქრება უახლოეს პერიოდში. მოკლედ, ჩვენ ყველა მასწავლებელს ვეუბნებით, რომ თუ ის გაკვეთილს ატარებს, არ აქვს პრობლემა მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან, გამოცდის გამო ის სკოლას არ დატოვებს”
ჩვენ პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეს ჩავეკითხეთ, ხომ არ გამოიწვევს ასეთი მიდგომა უკვე სერტიფიცირებული, მაგრამ სკოლის გარეთ მყოფი, სამსახურის მომლოდინე მასწავლებლების დასაქმების კიდევ დიდი ხნით გადაწევას და ზოგადად, როგორ მოხდება მათი დასაქმება, თუ 3 წლის შემდეგ გამოცდაჩაუბარებელი პედაგოგების ჩანაცვლება არ მოხდა?
„მესმის მათი გულისტკივილი, მაგრამ მე მგონია, რომ საკმაოდ ბევრი ვაკანსიაა. თუ მიაქცევენ ყურადღებას იმედენი ვაკანსია დევს და იმდენი შემოდის მუდმივად, უბრალოდ ამ შემთხვევაში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ვაკანსიები არის მთელი საქართველოს მასშტაბით და მასწავლებლებს კონკრეტული ადგილი სჭირდებათ და იმ ადგილას ელიან ვაკანსიის გამოჩენას. სამწუხაროდ, ჩვენ ქართველები არც ისეთი მობილურები ვართ, როგორც ევროპაში“,– მანანა რატიანმა.
„ვაპირებთ, მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა აღვადგინოთ და გავხადოთ არჩევითი“
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება