„ვაპირებთ, მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა აღვადგინოთ და გავხადოთ არჩევითი“
განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც 2014 წლის ჩათვლით ტარდებოდა, აღდგება და მასწავლებელს არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება, ჩააბაროს თუ არა ეს გამოცდა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილ სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა.
„სქემაში, პირველ რიგში, ის ნაწილი, რომელიც მოიცავდა მუქარას, რომ სამ წელიწადში შეიძლებოდა სამსახური დაეტოვებინა მასწავლებელს, გაქრება უახლოეს პერიოდში. მოკლედ, ჩვენ ყველა მასწავლებელს ვეუბნებით, რომ თუ ის გაკვეთილს ატარებს, არ აქვს პრობლემა მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან, გამოცდის გამო ის სკოლას არ დატოვებს, ეს პირველი.
მეორე, თვითონ სქემაში კომპონენტების დამატებას რაც შეეხება, ჩვენ ვაპირებთ უნარების გამოცდა აღვადგინოთ, თუმცა ესეც გავხადოთ არჩევითი, ნებაყოფლობითი. ანუ, ნებისმიერ მასწავლებელს ექნება არჩევანი, ან უნარების გამოცდა ჩააბაროს, ან საგნის, ან ორივე, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. ვიდოგაკვეთილიც არ გაგვიუქმებია, ესეც არჩევითი კომპონენტია. ანუ, მასწავლებელს შეუძლია, ვიდეოგაკვეთილიც გააკეთოს.
ასევე, ვაპირებთ დავამატოთ სხვადასხვა კომპონენტი. ერთი, რაც გადაწყვეტილია, ეს არის დისტანციური გაკვეთილების დაწყება ქართული დიასპორის წარმომადგენელთა შვილებისთვის. საუბარია, ენაზე, ლიტერატურასა და ისტორიაზე. ასევე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ სოციალურ აქტივობაში, ანუ სკოლის მოსწავლეების ორგანიზებაში სოციალური აქტივობის მიმართულებით, მივანიჭოთ კრედიტები. ეს არის ამ წუთას, რაც ვიცით კონკრეტულად. ერთ თვეში კი ახალი სქემის პრეზენტაცია შედგება და ყველა შეძლებს გაეცნოს ახალ დეტალებს“, – აღნიშნა მინისტრმა.
რა ჩაანაცვლებს პედაგოგების შეფასებას ვიდეოგაკვეთილით – განათლების მინისტრის კომენტარი
განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა დასახვეწია
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება