მასწავლებლის მსოფლიო დღეს იუნესკო პედაგოგების მომზადებისთვის ინვესტიციების გაზრდის მოწოდებით გამოვიდა
COVID-19–ის კრიზისის გამო, მსოფლიოს მასშტაბით 63 მილიონზე მეტი პედაგოგი დაზარალდა. პანდემიის პირობებში მასწავლებლის მნიშვნელობა და მისი ცენტრალური როლი მოსწავლეების მხარდაჭერაში ნათლად გამოჩნდა. სწორედ ამიტომ წელს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, იუნესკომ ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით ,,მასწავლებლები: წამყვანი როლი კრიზისის პირობებში და მომავლის გადაფასება“ ჩაატარა.
ღონისძიებაზე მასწავლებლების მომზადების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, პროფესიული უნარების განვითარებასა და მათი ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს.
,,თუ სასწრაფო ზომებს არ მივიღებთ და არ გავზრდით ინვესტიციების მოცულობას, კრიზისი განათლების სფეროში შეიძლება კატასტროფა გახდეს“, – განაცხადა ოდრი აზულემ.
ონლაინ კონფერენციის ორგანიზატორების, იუნესკოს გენერალური დირექტორის, იუნისეფის აღმასრულებელი დირექტორისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის საერთო გზავნილში ისინი ქვეყნებს განათლების დაფინანსების დაცვისკენ, ხარისხიანი დაწყებითი განათლებისა და მასწავლებლების პროფესიული ზრდისკენ მოუწოდებენ.
,,კრიზისის პერიოდში, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყველა მასწავლებელი კომპიუტერულ და პედაგოგიურ უნარს უნდა ფლობდეს, რომელთა საშუალებით ისინი დისტანციურ გაკვეთილებს უპრობლემოდ წარმართავენ“, – ნათქვამია გზავნილში. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ კრიზისმა განათლების სისტემების სუსტი მხარეები გამოააშკარავა.
იუნესკოს, იუნისეფისა და მსოფლიო ბანკი საერთო გამოკითხვამ, რომელიც პანდემია COVID-19-ის საპასუხო ზომებს ეხებოდა, დაადგინა, რომ მასწავლებლების გადამზადება დისტანციური სწავლებისთვის, გამოკითხული ქვეყნების მხოლოდ ნახევარმა შეძლო. ამასთან, იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, მინიმალური აუცილებელი კვალიფიკაცია დაწყებითი სკოლების მასწავლბლების 81% და საშუალო სკოლის პედაგოგების 86% აქვთ. სამწუხაროდ, აფრიკაში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 65%–სა და 51%-ს უდრის.
მოამზადა თეა ინაშვილმა
-
პედაგოგებმა შალვა პაპუაშვილს მიმართეს – „დამრიგებლის დანამატის ზრდა, ღირსეული პენსია, დაზღვევის გაუმჯობესება და სოციალური შეღავათები“
by ARIS.GE-განათლება
-
კითხვის უნარის განვითარების სირთულეები და მათი გადაჭრის გზები დაწყებით კლასებში – ის, რაც მშობელმა და მასწავლებელმა უნდა იცოდეს
by განათლებული ბლოგი
-
აბიტურიენტის მამა: „ამ რეფორმით 22 წლის ასაკში მივიღებთ მაგისტრებს, რომლებსაც ექნებათ ამბიცია და არ ექნებათ ნახევარი ცოდნაც კი“
by ARIS.GE-განათლება