GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში სკოლის დირექტორთათვის დამხმარე რესურსების შესაქმნელად საგრანტო კონკურსს აცხადებს.

საგრანტო კონკურსის მიზანია სკოლის დირექტორთათვის დამხმარე რესურსების შექმნა, რაც გულისხმობს თემების იდენტიფიცირებას, სტატიების მომზადებას, ბეჭდურ გამოცემაში გაერთიანებას, ბეჭდვას და ყველა საჯარო სკოლისთვის მიწოდებას.

საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 128 000 (ას ოცდარვა ათასი) ლარს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.

მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდას მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივლისი 18:00 საათი.

კონკურსის პირობები
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური