GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საწარმოში ჩატარებული ტრენინგების შედეგები შეაჯამა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საწარმოში ჩატარებული ტრენინგების შედეგები შეაჯამა. პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის თანამშრომლებმა და ტრენერ-ფასილიტატორებმა საწარმოებში განხორციელებული ტრენინგების შედეგებზე იმსჯელეს.

ტრენინგები მიმდინარე წელს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა შემდეგ მოდულურ მიმართულებებზე გაიარეს: ბუღალტრული აღრიცხვა, საოფისე საქმისა და ღონისძიებების ორგანიზება, საფინანსო სერვისები, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი, მეფუტკრე, სახვითი ხელოვნება, ფოტოგრაფია და აუდიო-ვიზუალური ხელოვნება. ტრენინგებში ჩართული იყო 28 კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 85 მასწავლებელი. თითოეული მოდული შერჩეულია 2017 წლის პროფესიული განათლების პრიორიტეტების გათვალისწინებით.

საწარმოში ტრენინგების მიმართულებით პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის 2018 წლის სამოქმედო გეგმაც მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური