„მასწავლებელთა წახალისება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაგრძელდება“ – მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება კიდევ გაგრძელდება. ამის შესახებ მან დღეს, მთავრობის 2023 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იქნება რეკორდული, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 11 წელიწადში განათლების მიმართულებით 300%-იანი ზრდა გვაქვს.
მასწავლებელთა ანაზღაურებაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წელთან გააკეთა შედარება და თქვა, რომ 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 330 ლარი იყო, დღეს კი უკვე გაზრდილია 270%-ით.
“მთავრობის ახალი, უპრეცედენტო გადაწყვეტილების შემდეგ კი, მასწავლებლის ხელფასი გახდება 1700-1800 ლარი და მეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო დაფასდეს მასწავლებლის ღვაწლი და მათი წახალისება გაგრძელდება მომავალში, ისევე, როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელზეც ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე:
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება