მასწავლებლების, მასწავლებლობისა და მაგისტრანტობის მსურველთა სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეების საპრეტენზიო განცხადებების მიღება დაიწყო.
აპლიკანტებს შედეგების გასაჩივრება დღეს, 14 აგვისტოს 10:00 საათიდან 18 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
საპრეტენზიო განაცხადები ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge მიიღება.
განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს საფასური – 50 ლარი. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში, თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საპრეტენზიო განაცხადებს დამოუკიდებელი კომისია განიხილავს.
საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქცია და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
ინსტრუქცია მასწავლების გამოცდის მონაწილეებისთვის
ინსტრუქცია საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებისთვის
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ე.წ. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით – 2025-2026 სასწავლო წელი
by გამოცდები
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე