მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებლები თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებლებს შეხვდნენ
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თბილისის საჯარო სკოლის წამყვან და უფროსს მასწავლებლებს შეხვდნენ.
კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მასწავლებლებს კამპანიის მიზანი, კონკურსში მონაწილეობის წესები და სხვა დეტალები გააცნეს.
შეხვედრაზე, ასევე, ცნობილი გახდა საკონკურსო ეტაპების ვადები, რომლის მიხედვით, მასწავლებლები, სპეციალურად შექმნილ სარეგისტრაციო ვებგვერდზე www.tprize.ge 14 ივლისამდე შეძლებენ აპლიკაციების შევსებას. განაცხადების ტექნიკური შემოწმება 4 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო 7 აგვისტოდან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური ჯერ 10 კანდიდატს, ხოლო მოგვიანებით 5 ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტებიდან გამარჯვებულის გამოვლენა კონსენსუსის საფუძველზე მოხდება.
გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – ინა გუდავაძე – პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან – „The Global Teacher Prize“.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.
- თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა დადებითად არ შეუფასდება – გამოქვეყნდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადა by მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
- რომელ საგნებში გამოვლინდებიან 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლები – კონკურსში მონაწილეობის პირობები by ამბები ზოგადი განათლებიდან
- ადრეული განათლების მიმართულების ტრენერობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა – დეტალები by მასმედია