მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა
2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რამდენიმე წუთის წინ დასახელდა. ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე, ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში შემდეგი ხუთეული გავიდა:
- ელისო აბრამიშვილი – ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
- ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
- ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- დაჩი ნანობაშვილი – თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი;
- მანანა კაპეტივაძე – ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;
ჯილდოს გენერალური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდოს პარტნიორები არიან „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება
-
„ძალიან უხერხულია!“ – პედაგოგების ნაწილისთვის მასწავლებლის სტატუსის არქონის თემა პარლამენტში ისევ წამოიჭრა
by ARIS.GE-განათლება
-
„მასწავლებლის მაღალი ანაზღაურება მხოლოდ იმ საფეხურის საათებზე გავრცელდება“ – საგნები, საფეხურები და ანაზღაურების ახალი წესი
by ARIS.GE-განათლება