მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა გახდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი რამდენიმე წუთის წინ დასახელდა და ეს ვლადიმერ აფხაზავაა.
ვლადიმერ აფხაზავას გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა საკუთარმა მოსწავლეებმა მიულოცეს, რომლებიც დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ. გამარჯვებულმა სიტყვით გამოსვლისას ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
“მე მინდა მსოფლიომ გაიგოს ქართველი მასწავლებლის სიტყვა და ეს იქნება თქვენი სიტყვაც”, – განაცხადა გამარჯვებულმა მასწავლებელმა სიტყვით გამოსვლისას.
გამარჯვებულმა ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარი მიიღო, დანარჩენ ფინალისტებს კი ლიბერთი ბანკისგან ფულადი საჩუქრები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ:
- ეკა წულუკიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
- ნათია ფურცელაძე – ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალი“-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
- ნინო აბულაძე – ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
- ვლადიმერ აფხაზავა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი / სპეც.მასწავლებელი.
- თეა ნონიკაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
„სტატუსს ხომ არ შევუწყვეტთ და გავაგდებთ?!“ – განათლების სამინისტრო განმარტავს, სწავლის გაგრძელების/დასრულების რა შანსი აქვს მილევადი პროგრამის სტუდენტს
by ARIS.GE-განათლება
-
6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ – მოქალაქეების პეტიცია პარლამენტს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება
by ARIS.GE-განათლება