GE

„მასწავლებლის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ მოსწავლეს მოაწონოს საგანი“ – პირველი ლედი, როგორც მშობელი

იყო მშობელი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, ერთგვარი პროფესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენდამი და შენი ცხოვრებისადმი საზოგადოების ინტერესი მაღალია. ხარ ქვეყნის პირველი პირის მეუღლე, პირველი ლედი და შესაბამისად საზოგადოებას აინტერესებს ყველაფერი – როგორი ხარ, როგორი დედა ხარ, როგორ ზრდი შვილებს, რა მიმართულებებს აძლევ და როგორ ურთიერთობ მათთან. EDU.ARIS.GE-ის რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარია პირველი ლედი მაკა ჩიჩუა. ის მკითხველს, მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც შვილებთან ურთიერთობისას დააგროვა.

დაზეპირებული ნასწავლი მიმაჩნია რომ არაეფექტურია და მხოლოდ ნიშანზეა ორიენტირებული

16736319_1237057026349786_97336293_nსანამ მაშო სკოლაში წავიდოდა,  უკვე ჩართული ვიყავი მის სწავლა-განათლებაში. ვუკითხავდი ზღაპრებს, ლექსებს, ვასწავლიდი ანბანს, წერას, თვლას. ბუნებრივია, გაკვეთილების მომზადებაშიც ვეხმარებოდი დაწყებით კლასებში. ვცდილობდი, დამეინტერესებინა და სწორად ამეხსნა კონკრეტული გაკვეთილის არსი, რადგან დაზეპირებული და გაუაზრებელი ნასწავლი გაკვეთილი, მიმაჩნია, რომ არაეფექტურია და მხოლოდ ნიშანზეა ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ მასწავლებლის როლი ძალიან დიდია. მისი ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ მოსწავლე დააინტერესოს და მოაწონოს საგანი. ნიშანს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, თუმცა მაღალი შეფასება, რა თქმა უნდა, მოტივაციაა, მაგრამ არა გადამწყვეტი მიზეზი გაკვეთილის სწავლისათვის.

მთავარია მუდმივად სთავაზობდე ბავშვს საინტერესო სიახლეებს, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს ძალადობის ფორმა

16754349_1237057023016453_961220069_nჩემი აზრით, ფინეთს საუკეთესო მეთოდი აქვს ბავშვის მიდრეკილებებისა და ნიჭის გამოსავლენად. ისინი ბავშვებს ყურადღებით აკვირდებიან და სთავაზობენ სხვადასხვა საშუალებებს მათი ძლიერი მხარეების გამოსავლენად. რომელი საგნების მიმართაც გამოავლენს ბავშვი მეტ ინტერესს და მიანიჭებს უპირატესობას, სწორედ ამ ინფორმაციის გათვალისწინებით ხდება მათი უნარების სწორად წარმართვა. მეც ასე მიმაჩნია, მთავარია მუდმივად სთავაზობდე ბავშვს საინტერესო სიახლეებს, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს ძალადობის ფორმა. თუ რამე კარგად გამოსდის, კარგია აღტაცების გამოხატვა და ამის შემდეგ უკვე ცოტა გართულებული დავალებაც შეგვიძლია მივცეთ.

ვფიქრობ, ბავშვის მიმართ პატივისცემა, მისი მიღწევების ხაზგასმა, თუნდაც ეს ძალიან უმნიშვნელოდ გეჩვენებოდეთ, მის მოტივაციას სწავლის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდის. რა თქმა უნდა, გადაჭარბებული შეფასება არ უნდა გვქონდეს, რადგან ბავშვმა არ დაკარგოს ინტერესი იმ მიზეზით, რომ ჩათვალოს, რომ ის უკვე ამ საქმეში შეუდარებელია. ზომიერი და მეთოდური, ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია მასთან ერთად საჭირო, რომ აღმოაჩინო, რის მიმართ არის გულგრილი და რა იწვევს მის ინტერესს.

დედობა თავისთავად დიდ ნდობას და მეგობრობას გულისხმობს

unnamed (10)მე და მაშო ორივე პატარები ვიყავით  და მიმაჩნია, რომ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი იმას, რომ მეტად მომთმენი ვყოფილიყავი, თუმცა დიდი მეგობრები ვიყავით და დღეს კიდევ უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

ამ გადმოსახედიდან კი, შემიძლია ვთქვა, რომ დედობა თავისთავად დიდ ნდობას და მეგობრობას გულისხმობს, იმ მომენტიდან, როგორც კი პატარა იბადება და აღსაზრდელად ჩვენს ხელში ხვდება.  მაგრამ ყოველთვის არსებობს მშობელთან ის ბარიერი, სადაც ბავშვს გარკვეულ ასაკში უჩნდება განცდა, რომ მისი ქვეყანაზე არავის ესმის და მარტო გრძნობს თავს.

აქ კი საჭიროა მოფრთხილება და მეტად გახსენება იმისა, თუ რას განვიცდიდით ჩვენ  მათ ასაკში და რამდენად მისაღები იყო ჭკუის დარიგება ამა თუ იმ ფორმით. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი სუფთა ფურცელია და იმ დღიდან იწყება მისი ისტორია რა დღესაც დაიბადა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის უკვე ინდივიდად იბადება, თავისი ხასიათით, მიდრეკილებებით და ინტერესებით სამყაროს მიმართ. ამიტომ ჩვენი როლი მათ აღზრდაში და მათი ნიჭის სწორად გამოვლენაშია და არა ჩვენი იდეალების და ჩვენი განუხორციელებელი, არარეალიზებული ოცნებების ახდენაში. ეს ძალადობაა და ამისთვის ჩვენც და ჩვენი შვილებიც აუცილებლად მთავარს დავკარგავთ,  რასაც სილაღე და ინდივიდუალიზმი ქვია.

ბავშვი მშობლისგან თანადგომას ყოველთვის უნდა გრძნობდეს

unnamed (9)მაშო იმ ასაკში გავაჩინე, როდესაც მე თვითონ ძალიან პატარა ვიყავი და ვყალიბდებოდი. ვნანობ, რომ მაშინ არ მქონდა განცდა იმისა, თუ რა სახით შეიძლება დაინახო პატარა არსებაში ის სამყარო, რომელიც მისთვის დიდი კითხვის ნიშანია. სადაც მან თავისი ადგილი უნდა დაიკავოს და თავი დაიმკვიდროს, სადაც ამდენი სიხარული და ხანდახან იმედგაცრუებაც ელოდება. ბავშვი მშობლისგან თანადგომას ყოველთვის უნდა გრძნობდეს.

პირველ რიგში, დედა არის ბავშვისთვის საყრდენი და შვილის ნიჭის აღმომჩენი. ის ყველაზე დიდი გულშემატკივარია და ამავე დროს ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი.


დედაშვილობა არანაირად არ ნიშნავს სიმკაცრეს ინტონაციაში – ნათია ფანჯიკიძის რჩევები მშობლებს

თუ ისწავლი ყველაფერს მიაღწევ – ”მელანოს” რჩევები თანატოლებს და მშობლებს

მინისტრის და მამის რჩევები მშობლებს – დამოუკიდებლობა და მეტი თავისუფლება შვილებს

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური