მასწავლებლის გამოცდების შედეგები ყველა საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2024
დღეს, 15 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2024 წლის მასწავლებლის გამოცდების შედეგები კიდევ 5 საგანში: ქართული, როგორც მეორე ენა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; მუსიკა; სპორტი; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT). ამით მასწავლებლის გამოცდებსი ყველა საგნის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა.
ასევე დასრულდა შეფასების სქემებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებაც.
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეცმასწავლებლების გამოცდების განრიგი
by პროცედურები
-
მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდის ჩაბარებას ორ ქალაქში შეძლებენ – ნინო წერეთლის განმარტება
by ARIS.GE-განათლება
-
რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი