მასწავლებლის განახლებული პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა – დოკუმენტი
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებაში შეტანილი რიგი ცვლილებების თანახმად, განახლებული სტანდარტი დამტკიცდა.
სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტი. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტატუსის და თანამდებობის მასწავლებელი.
სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. ის ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლით განსაზღვრულ ყველა სახის მასწავლებელზე, გამოიყენება მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის.
EDU.ARIS.GE გთავაზობთ სტანდარტის განახლებულ დოკუმენტს:
-
მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ – სპეცპედაგოგის შემცვლელი კი ასე გახდებით
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
რას შეცვლის მთავრობა ქვეყანაში მიგრაციის მოსაწესრიგებლად უცხოელი სტუდენტების ნაწილში – გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლაში ტექნოლოგიების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების არმქონე პირებსაც ექნებათ – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება