GE

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირებას იწყებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირებას იწყებს. 2017 წლის ბოლომდე გარე დაკვირვებას იმერეთის და შიდა ქართლის სკოლების 100-ზე მეტი უფროსი მასწავლებელი გაივლის, ვინც პილოტირების პროცესში ჩაერთო.

2018 წლის იანვრიდან, პილოტირების შედეგების შეფასების შემდეგ, გარე დაკვირვება საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ამოქმედდება.

გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა და გასავლელი აქვს გარე დაკვირვების სავალდებულო კომპონენტი.

გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი, ცენტრის ექსპერტებთან ერთად, იმერეთის რეგიონში, გარე დაკვირვების პილოტზე რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნო როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური