მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლების ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგად სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 19 კონსულტანტ-მასწავლებელი შეირჩა.
პროგრამის ახალ მონაწილეებს მასწავლებლის სახლში 7-დღიანი მოსამზადებელი საორიენტაციო ტრენინგები შემდეგი მიმართულებით ჩაუტარდათ:
- თანამედროვე მიდგომები სწავლებაში
- მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო – სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები
ტრენინგების დასრულებისთანავე პროგრამის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე განაწილდნენ (სამეგრელო/ზემო სვანეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი).
პროგრამის მიზანია საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ასევე,ადგილობრივი მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა,არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და თანამშრომლობითი კულტურის განვითარება.