„მათემატიკით ჩაბარებას აქვს გარკვეული უპირატესობები“ – აბიტურიენტები 7 ივლისს მათემატიკის გამოცდას აბარებენ
“ჩემს კონკურენტებად ალბათ, უფრო მათ განვიხილავ, ვინც ვეკუას ან კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულია და უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულებით აბარებს”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებული კობა ფრუიძე, რომელიც დღეს, 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდას მათემატიკის არჩევით საგანში აბარებს.
2023 წლის აბიტურიენტი ჩვენთან საუბარში იმ უპირატესობების შესახებ საუბრობს, რომელიც მისი შეფასებით, მათემატიკის საგანს აქვს.
“პირველი და მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თუ ირჩევთ ტექნიკურ მიმართულებას და არა ჰუმანიტარულს, მაგალითად, ჩემ მსგავსად კომპიუტერულ მეცნიერებებზე აბარებთ ან ინჟინერიაზე, ან ბიზნესის ადმინისტრირებაზე, მათემატიკა საუკეთესო საგანია, რომ ამ სფეროში ძლიერები იყოთ და ჩაბარების შემდეგ სწავლა არ გაგიჭირდეთ. ასევე, ცხოვრებისეული საგანია, ყველა კუთხით გამოიყენებთ, რიცხვებთან და ფულთან საქმეს ყველა იჭერს”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კობამ.
აბიტურიენტი ამბობს, რომ მისთვის მათემატიკაში 4-ქულიანი დავალებებია მცირე გამოწვევა და გეომეტრიის გარკვეული საკითხები:
“ალგებრის ნაწილის არ მეშინია და ალბათ, მათემატიკურ სკოლას ვინც ასრულებს, არც მათ უნდა ეშინოდეთ. თვლა და რიცხვები, ფორმულები ჩვენი ძლიერი მხარეა. აი, გეომეტრია ცოტა გამოწვევაა. ასევე ვფიქრობ, რა შეიძლება მოვიდეს 4-ქულიან საკითხებზეც. არ მეშინია. უბრალოდ, მაინც გამოწვევად ვასახელებ”.
კობას აზრით, უმჯობესია, რომ აბიტურიენტებმა არჩევით საგნად მაინც ის საგანი აირჩიონ, რომელშიც ძლიერები არიან, რადგან მხოლოდ ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის სასურველ ფაკულტეტზე მოსახვედრად.
“კონკურენცია მაღალი იქნება, რადგან წელს ბევრია რეგისტრირებული ამ საგანზე და მათ რიგებში საკმაოდ ძლიერი მოსწავლეები არიან”, – ამბობს კობა ფრუიძე.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათემატიკის საგანს წელს 15 700-ზე მეტი აპლიკანტი აბარებს, რაც გასულ წლებთან შედარებით, დიდი რაოდენობაა.
ასევე იხილეთ:
„ქართულის თემაში ბევრი პარალელი სახიფათოა“, – როგორ დავწეროთ კარგი თემა მისაღებ გამოცდაზე
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება