მე-12 კლასელების ატესტატების გაცემის შესახებ ინფორმაცია 20 ივნისის შემდეგ გამოცხადდება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასელებისთვის ატესტატების გაცემის თარიღი 20 ივნისის შემდეგ გამოცხადდება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს 27 მაისს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზთან საუბრისას განუცხადეს.
სკოლადამთავრებული პირები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის მიღებას იუსტიციის სახლსა და სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ფილიალებში შეძლებენ. ატესტატის გაცემის წესსა და საფასურში წელს ცვლილება შეტანილი არ არის.
იხილეთ ატესტატის მიღების ზოგადი წესები და საფასური დაჩქარების შემთხვევაში.
2020-2021 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს დასრულდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 38 815 მე-12 კლასელი სწავლობდა.
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება