მე-7, მე-8 და მე-9 კლასის სახელმძღვანელოებზე კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოების გადახედვას იწყებს. როგორც რადიო “იმედის” ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, უახლოეს დღეებში მე-7, მე-8 და მე-9 კლასების სახელმძღვანელოების კონკურსი გამოცხადდება, ერთი წლის შემდეგ კი დაიწყება საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოებისთვის გრიფირების პროცესი.
“მე-7, მე-8 და მე-9 კლასის სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესის შემდეგ კი კიდევ ერთ წელში უკვე დავიწყებთ მე-10-11-12 კლასის სახელმძღვალეობის გადახედვას. აქ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა კლასში სახელმძღვანელოების ხარისხმა უნდა მოიმატოს და გაუმჯობესდეს”, – აღნიშნა ჩხენკელმა,
რაც შეეხება 1-ლი- მე-6 კლასის სახელმძღვანელოებს, მინისტრის განცხადებით, გრიფირების პროცესი თითქმის დასრულებულია. სექტემბრიდან კი მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.
“ზოგადად სკოლებში ხარისხთან მჭიდრო ბმაში არის სახელმძღვანელოების საკითხები. ამჟამად, დასრულდა თითქმის გრიფირების პროცესი 1-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. ამჟამად ეს სახელმძღვანელოები გამოქვეყნებულია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, საკუთარი მოსაზრება გაგვიზიაროს. ასევე, უახლოეს მომავალში შეიქმნება ავტორიტეტული კომისია, რომლის შემადგენლობაში მეც ვიქნები ჩართული, ასევე იქნებიან, თითოეული დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებლები, უნივერსიტეტის პროფესორები, შევლენ დამსახურებული და ცნობილი მასწავლებლები. მას შემდეგ რაც წიგნები მეორე ეტაპს გაივლიან, საბოლოო რეკომენდაციას წიგნებს სამინისტრო ამის შემდეგ გაუწევს. გარდა ამისა, წონის კუთხითაც შემცირდება სახელმძღვანელოების წონა და არ ექნებათ ტვირთად საზიდი მოსწავლეებს. ანუ ორივე მიმართულებით იქნება გაუმჯობესება, როგორც წონის კუთხით, ასევე შინაარსის”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
დაპირებული შემცირების ნაცვლად, მე–7, მე–8, მე-9 კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები დაემატათ
„სამინისტრო არასერიოზულად უყურებს ცვლილებებს ესგ–ში და ხედვა მინისტრების ცვლასთან ერთად იცვლება“
შემცირებული გაკვეთილები და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა – 2018-19 სასწავლო წლის ცვლილებები
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება