მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის სწავლა შეეძლებათ
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს გეგმავს.
პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა. აღნიშნულ მასალებზე წვდომა კი, ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება.
„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს. პროექტის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა. სასწავლო კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის მომზადდა. აღნიშნულ მასალებზე წვდომა, კი ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ 28 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულმა პროექტმა, ჩანაფიქრის მიხედვით, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა უნდა მისცეს, სახელმწიფო ენა შეისწავლონ.
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება