GE

მეექვსმილიონე, მეექვსემემილიონე, მე-6-მემილიონე – რომელია სწორი ფორმა

მე-ექვს-მემილიონე, მე-ექვსი-მილიონე, მეექვსმილიონე, მე-6-მემილიონე – ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებაში მოცემული რიგობითი რიცხვითი სახელი სხვადასხვა დაწერილობით შეგხვდებოდათ.

untitled1ეს სხვადასხვაობა და ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია იმან, რომ მილიონსა და მილიარდს  რიგობითი ფორმა იშვიათად ეწარმოება წერითი თუ ზეპირი მეტყველების დროს, ორთოგრაფიულ ლექსიკონებში კი ეს ფორმა მოცემული არ არის და ვერც იქნება, რადგან, ჯერ ერთი, ყოველი რიცხვითის რიგობითი ფორმის აღნუსხვა უბრალოდ შეუძლებელი იქნება. მეორეც – რიგობითი რიცხვითი სახელის წარმოების წესი საერთოა და გამონაკლისი შემთხვევები არსადაა მითითებული  მილიონის ან მილიარდის რიგობითი ფორმის საწარმოებლად.

გავიხსენოთ რიგობითი რიცხვითი სახელის წარმოების და მართლწერის წესები:

რიგობითი იწარმოება რაოდენობით რიცხვით სახელებზე მე-ე თავსართ-ბოლოსართების დართვით. ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ რიცხვითი სახელი ერთი, რომლისგანაც ნაწარმოები რიგობითი სახელია პირველი.

სიტყვიერად გამოხატული რიგობითი რიცხვითი სახელები ერთ სიტყვად იწერება.

შესაბამისად, ნათქვამის გათვალისწინებით, სწორი ფორმაა:

მეექვს/ი/მილიონე

ამ შემთხვევაში საწყისი ფორმა, ანუ რთული შედგენილობის რაოდენობითი რიცხვითი სახელი, გახლავთ ექვსი მილიონი. შესაბამისად, სწორედ მას ემატება რიგობითის მაწარმოებელი თავსართი მე და ბოლოსართი -ე;

მეექვსმილიონე//მეექვსიმილიონე ფორმები სწორედ ამ ნორმის თანახმადაა მოწოდებული და სწორია.

 

იგივე ითქმის მილიონი ათასით რომ ჩავანაცვლოთ:

მივიღებთ მეექვს/ი/ათასე

ამავე თემაზე:

გრამატიკული ცნობარი – გაკვეთილები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური