„მეგობრებს ჩემსავით ჩუმად გამოჰყევით გამოცდაზე და გაახარეთ“ – გოგონა ფერადი ყვავილებით
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/07/1000036208-1-458x257.jpg)
ანა ძაბახიძე აბიტურიენტის გულშემატკივარია 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან.
ის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, 09:00 საათიდან ფერადი ყვავილებით ხელში ელოდა 33 წლის მეგობარს, რომელიც წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
როგორც ანამ EDU.ARIS.GE-ს უთხრა, მეგობარმა სიურპრიზის შესახებ არ იცოდა.
“ჩემი მეგობარი, ნინი, ქართულ ფილოლოგიაზე აბარებს. არასდროს არ არის გვიანი, გადადგა ნაბიჯი, თუნდაც პირველი, ან მეასე. ყველაზე მთავარი ასეთ დროს არის მოტივაცია. ნინიმ არ იცის რომ ველოდები. ვიცი ძალიან გაეხარდება”, – გვითხრა გულშემატკივარმა.
ანიმ ჩვენთან საუბარში 2024 წლის ზაფხულის გამოცდების მონაწილეთა ახლობლებსა და გულშემატკივრებს მოუწოდა, საყვარელ ადამიანებს ეს დღე გაულამაზონ და დააფასონ:
“ეს სიმბოლური საჩუქარი იყო. ვიცი, არაფერს წყვეტს, მაგრამ მეგობარს გავახარებ. გულშემატკივრებს ვეტყვი, რა ასაკშიც არ უნდა აბარებდეს თქვენი შვილი, თუ საყვარელი ადამიანი, ასე მოიქეცით. მეგობრებს ჩემსავით ჩუმად გამოჰყევით გამოცდაზე და ასეთი ლამაზი სიმბოლური საჩუქრით გაახარეთ”, – ამბობს ანა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 ხვალ კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
-
რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
-
ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება