მინისტრი: სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება
განათლების სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში განათლების მინისტრი აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება.
მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, ლექტორებს – სრულიად აკადემიურ საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელებას ულოცავს.
„პირველკლასელებს კი მთელი გულით ვულოცავ პირველ ნაბიჯებს სკოლის ცხოვრებაში და წარმატებებს ვუსურვებ მათ. როგორც მოგეხსენებათ, დღეს პირველკლასელები ახალ სასწავლო წელს პირდაპირ სასკოლო გარემოში იწყებენ. ეს გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო და ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში.
“პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის საკლასო და სააუდიტორიო სივრცეებში გაგრძელება ძალიან დიდი მონაპოვარია და მას შენარჩუნება სჭირდება. ამისათვის აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩართვა. განათლების სფეროს თითოეულმა წარმომადგენელმა – მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და რა თქმა უნდა მშობლებმა – ყველამ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდეს საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს!“, – ვკითხულობთ მილოცვაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა.
ასევე იხილეთ:
რა წერია განათლების სამინისტროს მიერ სკოლებისთვის მიწოდებულ ახალ პროტოკოლში – დოკუმენტი
- 5000-მდე წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერი წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ვინ მიიღებს სამაგისტრო გრანტს სოციალური პროგრამის ფარგლებში – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ვადები გამოქვეყნდა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრა by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო