GE

„მისცე ბავშვს სმარტფონი იგივეა, მისცე მას ნარკოტიკი“ – 4 გზა, თუ როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მობილურს

მსოფლიოში თინეიჯერების ორმოცდაათი პროცენტი სმარტფონის აქტიური  მომხმარებელია. მათი 84 % ამბობს, რომ მობილურის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებს. ფაქტია, ახალ ჩვევებს ბავშვები უფრო მარტივად ითვისებენ, ვიდრე ზრდასრულები,  თუმცა სმარტფონდამოკიდებულობის პრობლემის წინაშე ყველა ჩვენგანი დგას. თუ დაიანგარიშებთ იმ დროს, რასაც სოციალურ ქსელებსა და ვებსაიტებზე ვხარჯავთ, შედეგი საკუთარი მაგალითითაც გასაკვირი იქნება.

სმარტფონზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური  პრობლემა არაა, თუმცა ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ნარკოდამოკიდებულებას. განსხვავებით ნარკოტიკისგან კი ჯანმრთელობის უშუალო  პრობლემებს არ იწვევს (გარდა იმისა, რომ ეკრანის დიდი ხნის განმავლობაში ცქერის გამო თვალის პრობლემების მიზეზი ხდება) და პირიქით, ყოველდღიურად უამრავ რაიმეში გვეხმარება. ეს თავის მხრივ უკუეფექტებს ამცირებს, მაგრამ არა პატარებში.

ბავშვებში მის ხშირ გამოყენებას რომ დამოკიდებულებამდე მივყავართ, ამას ცხოვრებისეული ფაქტებიც ამტკიცებს –  როგორც კი ბავშს მობილურს ჩამოართმევთ, ის მაშინვე აჟიტირებული და დაუმორჩიელებელი ხდება.

რეაბილიტაციის სპეციალისტი მენდი სალიგარი განმარტავს, რომ  მშობლები სერიოზულ შეცდომას უშვებენ, როცა შვილებს ნარკოტიკისა თუ ალკოჰოლისგან იცავენ და არაფერს ამბობენ სმარტფონებზე. სპეციალისტის თქმით, ბილოგიურად სამივე მათგანი ტვინის ერთსა და იმავე იმპულსებზე მუშაობს.

ეს დამოკიდებულება ბავშვს ასოციალურს ხდის. წარმოიდგინეთ, 5 წლის ბავშვის დაბადების დღე, სადაც ყველა მათგანი მობილური თამაშითაა დაკავებული. ასევე, ეს ხშირად მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება, რადგან სმარტფონში ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის მოძებნა და ამდენი გასართობი თამაშის პარალელურად სწავლის დრო რთულად თუ გამოიძებნება. მობილურდამოკიდებული ბავშვები არც თეატრის, სპორტისა და სხვა ტიპის ფიზიკური აქტივობების სიყვარულით გამოირჩევიან. ყოველივე ამის შემდეგ გასაკვირი არაა, რომ ბავშვები ხშირად გრძნობენ თავს მარტოდ, რასაც დეპრესია და უკიდურეს შემთხვევაში ჰალუციანციები მოჰყვება.  ზოგიერთი თამაში, რომლებზეც მათ წვდომა აქვთ, ძალადობრივი შინაარსისაა, რაც ბავშვის გონებისთვის რთული აღსაქმელია .

არ დაგავიწყდეთ ეკრანის სიკაშკაშით გამოწვეული თვალის პრობლემები. „ რეალურად, არცერთ დამცავს გამოსხივებასთან შებრძოლება არ შეუძლია“, – ამბობს ოფთალმოლოგი კრისტოფერ სტარი.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დამოკიდებულების დაძლევაში?

1.„ძველი სკოლა“
ბავშვებისთვის საყვარელი კომპიუტერული თამაშებით გართობა მათ რეალურადაც შეუძლიათ. რატომ უნდა ითამაშონ ვირტუალურად, როცა იგივეს გაკეთება მაგალითად, Lego-ს ასაწყობი ფიგურებით მართლა შეუძლიათ? რატომ უნდა ითამაშონ ჭადრაკი კომპიუტერში, როცა შეუძლიათ მეგობარს ეთამაშონ?

ნელ-ნელა შემოიტანეთ „ძველი სკოლის“ პრაქტიკა თქვენს ოჯახში. სხვა მშობლებთან ერთად დაგეგმეთ და განახორციელეთ აქტივობები.

2.ესაუბრეთ მათ

არ შეგეშინდეთ ბავშვების რეაქციის. მშვიდად აუხსენით , თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მობილურზე დამოკიდებულებამ მას. წაახალისეთ და უბიძგეთ ფიზიკური თამაშებისკენ.

3.იხელმძღვანელეთ მაგალითით

როგორც მშობელმა, სმარტფონის გამოყენება თქვენც უნდა შეზღუდოთ. ითამაშეთ მასთან ერთად და დაანახეთ, რომ ეს ბევრად უფრო სასიამოვნო პროცესია, ვიდრე განმარტოებით მობილურში ცქერა.

4.სმარტფონის განრიგი

შეზღუდვა არ ნიშნავს აკრძალვას. ბავშვებს დღეში რამდენჯერმე, წინასწარ განსაზღვრული განრიგითა და დროით უნდა ჰქონდეთ წვდომა მობილურზე. მოზრდილების შემთხვევაში რეკომენდებულია დღეში 3 საათი.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: familylifegoals

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური