GE

მნიშვნელოვანი თარიღები და დეტალები ალტე უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ

ალტე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი იწყება 2024 წლის 23 სექტემბერს, გარდა მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისა, რომლებიც სწავლას დაიწყებენ 14 ოქტომბერს. მანამდე კი, რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი და შესაბამისი ნაბიჯია:

9-12 სექტემბერი – ადმინისტრაციული რეგისტრაცია და თანხის გადახდა (გარდა მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისა).

1 – 5 ოქტომბერი – ადმინისტრაციული რეგისტრაცია და თანხის გადახდა მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის.

17-21 სექტემბერი – აკადემიური რეგისტრაცია/საგნების არჩევა (გარდა მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისა)

7-12 ოქტომბერი – აკადემიური რეგისტრაცია მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის.

17-21 სექტემბერი – საორიენტაციო შეხვედრა უნივერსიტეტში – (მათ შორის მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის)

ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლით ონლაინ და ლინკს პირადი ტელეფონის ნომერზე სმს-ის სახით მიიღებთ 9 სექტემბერს, ხოლო მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამების აბიტურიენტები 1 ოქტომბერს. იგივე ლინკი განთავსდება ალტე უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.alte.edu.ge და Facebook გვერდზე.

რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (განცხადების ფორმა დაგხვდებათ უნივერსიტეტის პორტალზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი (დედანი);
  • ფოტო-სურათი (3×4);
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  • არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის პირადობის მოწმობა, ან მეურვის პირადობის მოწმობა და სტუდენტის დაბადების მოწმობა.

იხილეთ დანართის სახით, სწავლის საფასურის გადახდის ინსტრუქცია 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური