GE

მოსწავლე და გარდატეხის ასაკი – უნდა მისცე შვილს საშუალება, რომ საკუთარი თავი თავად იპოვოს

დედობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთული ტვირთია განსაკუთრებით მაშინ, თუ მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან, აქვთ საკუთარი საქმე და შვილების გაზრდასა და კარიერას შორის ოქროს შუალედის პოვნა უწევთ. ეს არის ერთგვარი პროფესია, რომელიც არ ისწავლება არც ერთ საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც მზა რეცეპტები არსებობს, თუ როგორ უნდა აღზარდო შვილი.

12743953_10205625471097914_6249597391028806608_nEDU.ARIS.GE-ს რუბრიკის „მშობელი მშობელს“ დღევანდელი სტუმარი მოდელი კრისტი ყიფშიძეა, ის მოსწავლეების მშობლებს საკუთარ გამოცდილებას და იმ შეხედულებებს უზიარებს, რომელიც, 15 წლის ნატალიასთან ურთიერთობისას შეიძინა.

მოსწავლე და გარდატეხის ასაკი – უნდა მისცე შვილს საშუალება, რომ საკუთარი თავი თავად იპოვოს

ძალაინ თავისუფლად იზრდება ნატალი. როცა არ დამიჯერებს და მაინც ისე აკეთებს, როგორც თვითონ სურსდა აღმოჩნდება, ხოლმე ისე, როგორც მე ვურჩიე, მერე მოდის და ნანობს. ესეც კარგია, აუცილებელია ასეთი რაღაცებიც,  სულ კარგად არ იქნება, რაღაც დაბრკოლებებიც უნდა ჰქონდეს. ესაა ჩემი მიდგომები ნატალიასთან მიმართებით. ერთხელ გამოაცხადა სხვა სკოლაში მინდა გადასვლაო, ვურჩიე რომ ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება, არ დამიჯერა, მაინც გადავიდა და უკვე დეკემბერში წუწუნი დაიწყო, მიხვდა, მაგრამ დედაჩემთან გაიქცა სათქმელად, ჩემგან არ უნდოდა მოსმენა – „აი, ხომ გეუბნებოდი“.

15823_10202961825388436_6143773800461725777_nარ მაქვს ნატალისთვის რაღაც შეზღუდვები დაწესებული. მეც ასე ვიზრდებოდი, ჩემი მშობლებისთვის არასდროს ჩამიბარებია გაკვეთილი, ასე მივაჩვიე ნატალიც. ცუდია როცა შენ ეხმარები, უფრო სწორად, გგონია რომ ეხმარები, სინამდვილეში კი უარესს აკეთებ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბავშვზეც არის დამოკიდებული, რამდენად მიზანმიმართული და ბეჯითია. ნატალიას ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს, ე.წ. გარდატეხის ასაკი, როცა წინააღმდეგობაშია ყველაფერთან, თავისი თავი არ მოსწონს. ვცდილობ არაფერი არ ავუკრძალო, პირიქით, თვითონ  უნდა იპოვოს საკუთარი თავი. უბრალოდ შენ უნდა მისცე ამის შესაძლებლობა. ყველგან ვუშვებ, მაგრამ იცის თავისი ლიმიტი. უქმეებზე ვიცით რომ შეუძლია წავიდეს სადმე და გაერთოს, ყოველდღე არ გვაქვს თავისუფალი დრო.

მიეცით საშუალება დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები

12718250_10205711944819703_4353788580770261222_nნატალი თვითონ წყვეტს რა უნდა, უბრალოდ მეც მეკითხება, საქმის კურსში მაყენებს, იცის რომ ვენდობი. იცით, ამას ვერ ასწავლი ადამიანს, თვითონ უნდა იყოს ასეთი ტიპი, დამოუკიდებლად რომ აკეთოს რაღაცები. მაგალითად მითხრა, მათემატიკაში პრობლემა მაქვსო, თვითონ მთხოვა და მივმართეთ მასწავლებელს.

ყველაფერს როგორც გითხარით თვითონ წყვეტს და აკეთებს, მე როგორც მშობელი, ფინანსურად ვარ ჩართული.

არც მის პროფესიის არჩევაში ვერევი. კულისებში გაიზარდა და ხანდახან ამბობს მსახიობობა მინდაო, მერე ჟურნალისტობაო. მოდელობა იცის რომ არ უნდა. იცით როგორ არის? რა გარემოშიც ცხოვრობს და იზრდება ადამიანი აუცილებლად ილექება ეს მის ფსიქიკაში და მისი გავლენას ქვეშ ექცევა.

ბავშვმა უნდა ისწავლოს თავის თავზე ზრუნვა, სულ ვიღაც არ ეყოლება

1972402_702688819825320_4209813786742727766_nჩვენ მხოლოდ დროულად დაძინებისა და ჭამასთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს. დროულად დაიძინე, დროულად ჭამე და როცა სახლშია დროულად გაიღვიძე. არ უნდა ჩამოუყალიბდეს ჩვევად დიდხანს ძილი. მესმის რომ სკოლის პერიოდში ყველა ბავშვს ენატრება ძილი, მაგრამ მაინც.

მთავარია იკვებოს კარგად, ჯანმრთელად იყოს, ეს არის ფუნდამენტი აღზრდის. ბუნებრივია, ხაზს არ ვუსვამ იმას რომ ზრდილობიანი უნდა იყოს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ როცა იზრდება ბავშვი, ოჯახურ და თბილ გარემოში, შესაბამისად ისეთად ყალიბდება.

დედაშვილური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რასაც არ მიყვება, მაგალითად, თუ ვინმე მოსწონს. ერთხელ მომიყვა, მე მამამისთან ვთქვი, გაბრაზდა და მითხრა აღარაფერს მოგიყვებიო. უფრო დედაჩემსა და მამაჩემს უყვება. ვცდილობ, 18 წლამდე ეს ყველაფერი ისწავლოს, მერე უკვე როგორც უნდა წავა და თვითონ გააკეთებს რაღაცებს. დედაჩემმა ცოტა გააზარმაცა, საჭმელს და ყველაფერს თვითონ უკეთებს. მიმაჩნია, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს  თავის თავზე ზრუნვა, მერე რა მოხდა რომ პატარაა, სულ ვიღაც არ გაუკეთებს, შეიძლება მოხვდეს სადღაც მარტო და ასე არ შეიძლება.

10259760_790929017645489_8046495772959727796_nსაქმიანი და წარმატებული დედა ყველა შვილს მოსწონს

ბავშვს მაქსიმალური ყურადღება და სითბო უნდა მისცე, პრობლემატური თუა ბავშვი ფსიქოლოგთან უნდა მიიყვანო. სჯობს მშობელი იყოს საქმიანი და ეცადოს ყველაფერი მოასწროს, ვიდრე მხოლოდ დიასახლისი. დიასახლისობა არ არის პროფესია, პირიქით, ყველამ უნდა იმუშაოს ქალი იქნება თუ კაცი. წარმატებული დედა ყველა შვილს მოსწონს.

შვილმა მშობელს მასში ჩადებული ინვესტიცია განათლებით უნდა დაუბრუნოს – ნანუკა ჟორჟოლიანი

რატომ უნდა ჩავიბაროთ შვილისგან გაკვეთილი? – „ტასოს“ დედა მოსწავლეების მშობლებისთვის

ჯერ აღზარდეთ ადამიანი ადამიანად და შემდეგ იზრუნეთ მის სწავლა-განათლებაზე–ნინო ნადირაძე-კუზანოვა

ეკა მამალაძე მშობლებს – „ბავშვში მშობელი რასაც ჩადებს, წლების შემდეგ ის გამოვა“

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური