მოსწავლეთა გაცდენების ექსტერნი გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა სკოლების იმ მოსწავლეთა ექსტერნი გამოცდების ჩატარების განრიგი, რომლებსაც კონკრეტულ საგანში გაცდენების დაწესებული საათების ოდენობაზე მეტი გაცდენა უფიქსირდებათ.
2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების (გარდა მე-12 კლასისა) მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადების დადგენისა და ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარების ვადების დადგენის შესახებ გიორგი ამილახვარის 11 ივნისის ბრძანება საჯარო სკოლებს უკვე გადაეგზავნათ.
გამოცდაზე ექსტერნად რეგისტრაციის ვადები
გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები 2024 წლის 17 ივნისიდან 2024 წლის 21 ივნისის ჩათვლით.
გამოცდის ჩატარების ვადები
გამოცდები ჩატარდება 2024 წლის 24 ივნისიდან 2024 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
ასევე იხილეთ:
I-XII კლასების ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო – ვადები და პროცედურა
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება