მოსწავლეთა ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები და II ტურში გამსვლელი ქულები – 2023-2024 სასწავლო წელი
2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები უკვე ცნობილია და მისი ნახვა შეუძლია ოლიმპიადაში ჩართული სკოლების ადმინისტრაციას ამ ბმულის საშუალებით (შედეგების სანახავად პირველ ველში უნდა შეიყვანოთ ოთხნიშნა, ხოლო მეორე ველში ცხრანიშნა კოდი).
ამასთან გამოქვეყნდა:
მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები საგნების მიხედვით
პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულები
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში განმარტავს, ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რომელ ადგილას მოხვდა რეიტინგულ სიაში, მოსწავლეს საკუთარი სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.
“პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას)”, – განმარტავენ NAEC-ში.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი