მოსწავლის მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლის თავისებურებები და პრაქტიკული რჩევები სკოლებს (+ვიდეო)
USAID საბაზისო განათლების პროგრამა ვიდეორჩევებს აქვეყნებს, რომელიც მოსწავლის მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლის თავისებურებებს ეხება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის არის განკუთვნილი.
“სასკოლო ცხოვრების განმავლობაში მოსწავლეებს მუდმივად უწევთ მოერგონ ახალ გარემოს, მასწავლებელს, თანაკლასელს, რუტინების ცვლილებებს. როდესაც ცვლილებები ამ ფაქტორებიდან ერთდროულად რამდენიმეს უკავშირდება, მთელი კლასისთვის გამოწვევაა.
“მეოთხე კლასიდან მეხუთეში გადასვლა განსაკუთრებით რთულია მოსწავლეებისთვის. საკლასო სივრცე, დამრიგებელი, მასწავლებლები, ყველაფერი ერთად იცვლება. ამ დიდ ცვლილებებს ემატება ახალი საგნები, ნიშნებით შეფასება. ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოემზადოს სკოლა, რომ ეს ტრანზიცია რაც შეიძლება ნაკლებად სტრესული აღმოჩნდეს ბავშვებისთვის”, – ამბობს პროგრამის წარმომადგენელი მანანა რატიანი ვიდეორჩევებში.
იხილეთ ვიდეო:
კლასიდან კლასში გადასვლის თავისებურებები
ვიდეორჩევები საინტერესო იქნება მოსწავლეთა მშობლებისთვისაც.
-
„მნიშვნელოვანია საკითხი – როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე“
by განათლებული ბლოგი
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება