GE

მშობლების მარში – რა მოთხოვნები აქვთ საპროტესტო აქციაზე

8 მარტს მოქალაქეები საპროტესტო მარშით ვარდების მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ გაემართნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. 1 000 მშობლის მარშის სახელით გამართული აქცია ნაწილია იმ 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც ქალთა მიმართ სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ დაიგეგმა.

საპროტესტო აქციის მოთხოვნებია:

  • სისხლის სამართლის კოდექსში შეიცვალოს გაუპატიურების მუხლი, რითაც თანხმობის არარსებობა ცენტრალური ამოსავალი გახდება;
  • პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
  • სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს, რითაც ბავშვები სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას შეძლებენ;
  • გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა;
  • დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

#მომისმინე #პროტესტის100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა. ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა.

პარალელურად იმავე დროს, მშობლების მარში გაიმართება შემდეგ რეგიონებში:

გორი — თეატრის მიმდებარე სკვერი;
ზუგდიდი — ცენტრალური ბულვარის ტერიტორია;
ბათუმი — ვარდების სკვერი;
თელავი — ცენტრალური მოედანი, თეატრის წინ;
მარნეული — იუსტიციის სახლთან;
ქობულეთი — 9 აპრილის სკვერი;
ქუთაისი — ცენტრალური მოედანი კოლონადებთან;
რუსთავი — ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერი, თეატრის წინ;
ახალციხე — ცენტრალური პარკი;
ხარაგაული — ხარაგაულის კინოთეატრი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური