მრავალშვილიანი დედა კოლეჯს 32 წლის შემდეგ 3 შვილთან ერთად ამთავრებს
5 შვილის დედა, 50 წლის მიშელ დერი ტეხასის შტატიდან (აშშ) კოლეჯს 32 წლის შემდეგ ამთავრებს. უფრო უცნაური ის არის, რომ ამას ის 3 შვილთან ერთად აკეთებს. დიახ, ის საკუთარი შვილების მსგავსად სტუდენტია და მან ამისთვის დიდი გზა გაიარა.
მიშელ დერიმ კოლეჯში სწავლა 1992 წელს ლამპასასის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით, კოლეჯის დასრულება უბრალოდ ვერ შეძლო.
„გასულ სემესტრში ჩვენ ყველა ვსაუბრობდით, რამდენი გაკვეთილი გვქონდა დარჩენილი და ჩვენ ვამბობდით: „ოჰ, ღმერთო ჩემო. ჩვენ ყველა ერთად ვამთავრებთ!”, – ამბობს სტუდენტი დედა.
დიპლომის აღების შემდეგ მიშელი, ვიქტორ და ჯოშუა დერი მიიღებენ ხელოვნების ასოცირებულ ხარისხს ინტერდისციპლინურ კვლევებში. მისი ქალიშვილი ჯესიკა დერი კი მედდის ხარისხის მფლობელი გახდება.
წყარო: wbrc ,
სრული მასალა ინგლისურ ენაზე