GE

მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათემატიკის სწავლა გოგონებზე მეტად ბიჭებს სჭირდებათ – კვლევა

საქართველოში გოგონათა მიღწევები მათემატიკაში უფრო მაღალია, ვიდრე ბიჭების. სახელმწიფო შეფასების მიხედვით, ბიჭები მათემატიკაში მიღწევებით არსებითად ჩამორჩებიან თანატოლ გოგონებს.

სახელმწიფო კვლევაში, მათემატიკაში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს გოგონებმა, რომლებიც კერძო სკოლებში სწავლობენ, ხოლო ყველაზე დაბალი ბიჭებმა სოფლების სკოლებიდან. არადამაკმაყოფილებელი შედეგის მქონე მოსწავლეების რაოდენობა ბიჭებში გაცილებით მაღალია (33%), ვიდრე გოგონებში (27%). რაც იმას ნიშნავს, რომ გოგონებთან შედარებით, ბიჭების უფრო მეტ ნაწილს უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, მათემატიკას ბიჭები უკეთ ითვისებენ, ვიდრე გოგონები. სახელმწიფო შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ მშობლების დიდ ნაწილს მათემატიკასთან სტერეოტიპული დამოკიდებულებები აკავშირებს. მშობლების 59% თვლის, რომ მათემატიკაში მასალას უფრო ადვილად ბიჭები ითვისებენ, ხოლო 81%-ზე მეტი თვლის, რომ ყველას არ შეუძლია მატემატიკის დაძლევა და ამისთვის სპეციალური ნიჭია საჭირო. ასევე, მშობლების მესამედი მიიჩნევს, რომ მათემატიკის სწავლა ბიჭებს გოგონებზე მეტად სჭირდებათ. სახელმწიფო შეფასების ანალიზის მიხედვით, მშობლების სტერეოტიპული დამოკიდებულება უარყოფით გავლენას ახდენს  მოსწავლეთა შედეგებზე.

რაც უფრო კმაყოფილია პედაგოგი, მით უფრო მაღალია მისი მოსწავლის მიღწევები – კვლევის შედეგი

მოამზადა მეგი კავთუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური