GE

მსოფლიო ბანკი სასკოლო განათლების კრიზისზე საუბრობს

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის – ,,განათლების სისტემის პოტენციალი: როგორ ვისწავლოთ მისი რეალიზაცია“ ავტორებმა განათლების გლობალურ კრიზისზე განაცხადეს. მათი თქმით, ბავშვები სკოლაში მეტ დროს ატარებენ, თუმცა მათი ცოდნის დონე არ იზრდება. მომავალში კი ეს ყველაფერი სამუშაო ძალის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

კვლევის მონაცემების თანახმად, განვითარებად ქვეყნებში 1950-2010 წლებში, დრო,  რომელსაც ადამიანები საშუალო განათლების მისაღებად ხარჯავენ საშუალოდ 2-დან 7 წლამდე გაიზარდა. ამგვარად, 60 წელიწადში ადამიანებმა ძირითადი უნარების ასათვისებლად 3,5-ჯერ მეტი დროის დახარჯვა დაიწყეს, თუმცა განათლების საერთო დონე ამ ყვეყნებში უმნიშვნელოდ გაიზარდა. ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ სკოლებში, თუმცა არ სწავლობენ – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონე პირდაპირ კავშირშია უმცროსი თაობის ცოდნასთან. ამასთან, ღარიბი რეგიონების მაცხოვრებლებს, მატერიალური წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი ცოდნა და უნარ-ჩვევა სჭირდება, ვიდრე მდიდარი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებს მკვიდრებს.

ამგვარად, განვითარებადი ქვეყნების დაწყებითი კლასების მოსწავლეების 60%-ს ისეთი ელემენტარული ამოცანების შესრულება არ შეუძლიათ, როგორიცაა მთელი რიცხვების შეკრება და დიაგრამის ახსნა. მაგალითისათვის ასეთ მდგომარეობას პერუსა და ნიკარაგუაში შეხვდებით. მაშინ, როდესაც იაპონიის, ნორვეგიის ან ავსტრალიის დაწყებითი კლასების მოსწავლეების 99,98%–მა იმავე ამოცანებს თავი მარტივად გაართვა.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ უზრუნველყოფილი მშობლების შვილებს პროფესიული რეალიზების მეტი შანსი აქვთ, რაც საზოგადოების განათლების საერთო დონის ამაღლების პირდაპირ კავშირშია. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ღარიბ რეგიონებში განათლების სისტემის განვითრებას ხელს მასწავლებლების კვალიფიკაციის დაბალი დონე უშლის. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უფროსკლასელებმა, რომელთაც მომავალში უნდათ გახდნენ პედაგოგები, PISA-ს (მოსწავლეების საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო პროგრამა) ტესტის გავლა საშუალოზე დაბალ დონეზე შეძლეს.

სწავლებისა და მოტივაციის დაბალი დონე, მომავალში სამუშაო ძალის ხარისხზე უარყოფითად აისახება, რაც თავის მხრივ ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიში არის აქტუალური. ადამიანები, რომელთაც უნარების მწირი რაოდენობა გააჩნიათ, პროფესიული განვითარებით არ არიან დაკავებულნი. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობენ, სადაც წერა-კითხვის ცოდნაც კი არ არის საჭირო. ანგარიშის ავტორებმა დაასკვნეს, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქოდე ადამიანები მსოფლიო ეკონომიკასა და ზოგადად საზოგადოების განვითარებას აფერხებენ.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო ბანკი მოსწავლეების საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო სისტემის გაუმჯობესებასა და პედაგოგების პროდუქტიული მუშაობის წახალისებას გვთავაზობს. მასწავლებლები მუშაობას ,,ძლიერ“ მოსწავლეებთან ამჯობინებენ, რომლებიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.  ეს არასწორი მიდგომაა. მათ ყურადღება სხვა მოსწავლეებსაც უნდა დაუთმონ და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გაკვეთილებიც ჩაუტარონ. მთლიანობაში, ქვეყნებს, რომლებშიც სპეციალისტების კვალიფიკაციის ხარისხის პრობლემა აქტუალურია, მსოფლიო ბანკი საგანმანათლებლო რეფორმის გატარებას სთავაზობს.

რაც უფრო მაღალია ოჯახის შემოსავალი, მით უფრო მაღალია მოსწავლის შედეგი – სახელმწიფო შეფასება მათემატიკაში

ვის ემსახურება დღეს განათლების სისტემა, ბავშვებს თუ მასწავლებლებს?!

“მასწავლებელი მოსწავლის შექებისთვის მშობელს ტელეფონზე უნდა დაუკავშირდეს” – USAID –ის რეკომენდაციები სკოლებს

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური