მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები საქართველოს განათლების სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისთვის
ზოგადი განათლების მიზნებსა და პერსპექტივებზე მსოფლიო ბანკის წარმომადგნელებმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წევრებთან ერთად ისაუბრეს. ანგარიში, რომელიც „განათლების პერსპეტქივის ანალიზებს“ ეხება იძლევა რეკომენდაციას განათლების შესაძლებლობების სრულად გამოყენებასთან დაკავშირებით.
მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლებმა სწავლასთან დაკავშირებულ კრიზისებზე და მის დასაძლევლად განსახორციელებელ ქმედებებზე ისაუბრეს და განათლების სამინისტროს კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზეს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
კრიზისის დასაძლევად განსახორციელებული სამი პოლიტიკური ქმედება
- უკეთესი შედეგების მისაღწევად ქვეყანამ უნდა შეაფასოს სწავლის შედეგები და მათი გაუმჯობესება სერიოზულ მიზნად დაისახოს;
- იმოქმედოს შეფასების შედეგად მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ სკოლაში სწავლება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ყველა მოსწავლისთვის;
- და ერთიან შესაბამისაობაში მოიყვანოს მონაწილე მხარეები, ისე რომ მთელმა სისტემამ სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე იმუშაოს.
პირველი, შევაფასოთ სწავლის შედეგები და მათი გაუმჯობესება სერიოზულ მიზნად გაიხადოთ.
ქვეყნების მხოლოდ ნახევარს აქვს დაწყებული სკოლის დამთავრებისას და საშუალო სკოლის დაბალ კლასებში მიღებული ცოდნის გასაზომად დადგენილი პარამეტრები – ინდიკატორები, რომლებიც საჭიროა განათლების სფეროში გაეროს „მდგრადი განვითარების მიზნების“ შესასრულებლად მიღწეული პროგრესის მონიტორინგისთვის. ამასთან, კიდევ უფრო ნაკლებ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა თვალი მიადევნოს თუ როგორ იზრდება ბავშვების ცოდნა დროის გარკვეულ პერიოდში.
ქვეყნებმა უნდა დანერგონ კარგად შემუშავებული მექანიზმები მოსწავლეთა ცოდნის შესაფასებლად, რაც მასწავლებლებსაც დაეხმარება მუშაობის პროცესში. გააუმჯობესებს სისტემის მართვას და ხელს შეუწყობს საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას განათლების სფეროზე. ასეთ ზომებს შეუძლიათ, გამოავლინონ ფარული ნაკლოვანებები და უზრუნველყონ გადაწყვეტილების მიღებისა და პროგრესის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის არსებობა.
მეორე, ვიმოქმედოთ შეფასების შედეგად მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე, რომ სკოლაში სწავლება მაქსიმალურად ეფექტური იყოს ყველა მოსწავლისთვის.
სკოლა მაშინ არის კარგი, თუ გაკვეთილების დროს სწავლა-სწავლების ძლიერი კავშირები ყალიბდება.
მეთოდისტებისა და პედაგოგების მიერ შემუშავებული ინოვაციების შედეგად ადამიანის ტვინის შესწავლის პროცესში მიღწეული პროგრესის გამო, ჩვენი ცოდნა სწავლის ყველაზე შედეგიანი გზების შესახებ წარმოუდგენლად გაიზარდა. ამის მიუხედავად, სკოლებსა და თემებში გავრცელებული პრაქტიკა ხშირად რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც არსებული მტკიცებულებებით ყველაზე პერსპექტიულ პრაქტიკად არის აღიარებული.
ქვეყნებს შეუძლიათ ეს მტკიცებულებები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და სკოლების მუშაობის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ. ყველაზე უკეთესი იქნება, თუ ზომების მიღებას სამ საკვანძო სფეროში დავიწყებთ:
- მომზადებული მოსწავლეები: ზრდის შეფერხების შემცირება და ტვინის განვითარების ხელშეწყობა ადრეულ ასაკში სათანადო კვებისა და მოტივაციის უზრუნველყოფით (როგორც ეს ჩილეში გაკეთდა), რათა ბავშვებმა სწავლა შეძლონ; გრანტების მეშვეობით ღარიბი ბავშვებისთვის დახმარების აღმოჩენა, რომ სკოლა არ მიატოვონ (როგორც კამბოჯაში).
- კვალიფიცირებული და მოტივირებული მასწავლებლები: ნიჭიერი კადრების მიზიდვა პედაგოგის პროფესიაში (როგორც ფინეთში). მენტორობის დახმარებით მასწავლებლებმა განმეორებითი სპეციფიკური ტრენინგების ჩატარება (როგორც ეს ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში კეთდება), ნაცვლად ერთჯერადი არაეფექტური ტრენინგებისა, რომლებსაც უფრო ხშირად მიმართავენ.
- სწავლიებისა და სწავლებაზე ფოკუსირებული სასწავლო მასალები/სწავლების საშუალებები და მართვა: ისეთი ტექნოლოგიების გამოყნება, რომლებიც მასწავლებლებს მოსწავლეების სათანადო დონეზე სწავლაში დაეხმარებათ (როგორც დელიში, ინდოეთში); სკოლის მენეჯმენტის, მათ შორის დირექტორების შესაძლებლობებისა და უფლებამოსილებების გაძლიერება (როგორც ინდონეზიაში).
მესამე, ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ მონაწილე მხარეები, რომ მთელმა სისტემამ სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე იმუშაოს.
ყველა ამ ინოვაციას სავარაუდოდ, დიდი შედეგი არ ექნება, თუ სისტემის ტექნიკური და პოლიტიკური ფაქტორები სწავლის შედგებზე კონცენტრირებას შეუშლიან ხელს. როდესაც მთავარი მონაწილე მხარეები ორიენტირებულნი არიან არა-საგანმანათლებლო მიზნებზე (როგორიცაა პოლიტიკური და პირადი სარგებელი) ან არ აქვთ სამუშაოს სათანადო შესრულების შესაძლებლობა, ძალიან კარგად შემუშავებული ინოვაციებიც კი სათანადო მასშტაბს ვერ შეიძენს და მდგარდად ვერ დაინერგება. ამრიგად, ყველა მონაწილე მხარის მობილიზაციას და შეწყობილ მუშაობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მთელმა სისტემამ იფუნქციონიროს.
ქვეყანა სწავლაში ჩამორჩენის დაძლევას და „მახიდან“ თავის დაღწევას შეძლებს, თუ რეფორმების განხორიციელების პროცესში ის სამ ფრონტზე იმოქმედებს:
გამოიყენებს ინფორმაციას და შეფასების პარამეტრებს, რომ სწავლას პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭოს (როგორც ეს ინდოეთსა და აღმოსავლეთ აფრიკაში გაკეთდა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობით განხორციელებული “ASER” და Uwezo” პროექტების გზით).
შექმნის კოალიციებს ხარისხიანი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პოლიტიკური სტიმულების გასაძლიერებლად (როგორც ეს ჩილეში გაკეთდა განათლების სექტორში რამდენიმე ათასწლეულის მანძილზე მიმიდინარე რეფორმის შედეგად. ან ახლახან მალაიზიასა და ტანზანიაში განხორციელებული პროექტების მსგავსად, სადაც რეფორმის პროგრამა თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობითშემუშავდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლილი „ლაბორატორიების“ ფართო ქსელის მეშვეობით).
გამოიყენებს ინოვაციურ და ადაპტირებულ მიდგომებს, რომ დაადგინოს, თუ რომელი მიდგომა მუშაობს ყველაზე უკეთესად მოცემული ქვეყნის კონტექსტში (როგორც ეს ბურუნდუმ გააკეთა კონფლიქტის შემდეგ განათლების სექტორის აღგენის პროცესში).
ერთობლივად, ამ სამ პოლიტიკურ ღონისძიებას შეუძლია ისეთი სისტემა მოგვცეს, რომლის ყველა ელემენტი ერთმანეთთან შეწყობილი და სწავლის შედეგზე ორიენტირებული იქნება. სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად შეთანხმებული და მიზანმიმართული მოქმედება მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საზოგადოების მიერ განათლებაში ჩადებული ინვესტიციები სრულად იქნეს ამოღებული. იმის გათვალისწინებით, რომ განათლებაში ჩადებულ ინვესტიციებს ბევრი სარგებელი მოაქვს (როგორც ფინანსური, ასევე საზოგადოებრივი), ზოგ ქვეყანას უეჭველად სჭირდება მეტი ინვესტიციების ჩადება ამ დარგში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ამთავრებს დაწყებით და საშუალო განათლებას და უმაღლეს სასწავლებლებში შედის. ამავე დროს, პრაქტიკულად, ყვლა ქვეყანამ მის ხელთ არსებული სახსრები უფრო ეფექტურად უნდა დახარჯოს. რიგ ქვეყნებში სახელმწიფო ხარჯებისა და სწავლის შედეგებს შორის ურთიერთკავშირი სუსტია, მაგრამ სწორად ჩადებული ინვესტიციები შეიძლება ანაზღაურდეს. აქ ჩამოთვლილი ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, განათლების დაფინანსება შეიძლება დაგვეხმაროს გამოვიყვანოთ სისტემა წარმატებულობის მახიდან და გავზარდოთ მისი შესაძლებლობები.
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი