მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – განკარგულება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა დააფინანსოს სტუდენტთა გარკვეული კატეგორიის სწავლის საფასური 2024-2025 სასწავლო წლისთვის და განახორციელოს საჭირო ღონისძიებები.
როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ნოემბრის დადგენილებაშია აღნიშნული დაფინანსდებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხული არიან: 1.აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, 2.მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული სამაგისტრო, 3.ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, 4.დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, 5.მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
“გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დააზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 16-18 სექტემბრის სხდომის ოქმის გათვალისწინებით, დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების [იხ. ჩამონათვალი ზევით] 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების უზრუნველყოფა პროგრამული დაფინანსების ფარგლებში და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება”, – ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის განკარგულებაში.
-
„დამრიგებელმა გვიკივლა, სადაა, ბოვშებო, თქვენი ყელსახვევებიო“ – ქუთაისური ისტორიები სასკოლო ფორმებზე
by ARIS.GE-განათლება
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება