GE

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

განათლების სამინისტროს მტკიცებით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს.

სამინისტრო ამჯერად ინფორმაციას ავრცელებს შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ვაქცინაციასთან და ვაქცინაციისადმი მათ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რაც კოლეგების კიდევ უფრო გააქტიურებისადმი მოწოდებაში გამოიხატება.

“[მასწავლებლები] კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ. მათი სურვილია, მოსწავლეებმა ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში შეძლონ მიმდინარე სემესტრის დასრულება, რაც სწორედ სასკოლო საზოგადოების იმუნიზაციის გზით არის შესაძლებელი”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. გარდა ამისა, ასევე სამინისტროს მტკიცებით, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში, მასწავლებლებს პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარება გაუწიოს.

„სულ დისტანციურ სწავლებაზე ხომ ვერ ვიქნებით?!“ – 61 წლის აცრილი მასწავლებელი

„სწორედ მასწავლებლების ვაქცინაცია შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის უსაფრთხო გაგრძელებას“ – ეკატერინე ტიკარაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური