GE

NAEC სკოლის დირექტორებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სკოლების დირექტორთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ დღეიდან, 23 დეკემბრიდან შესაძლებელია 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მოსაწვევის ამობეჭდვა.

NAEC-ის ცნობით, მოსაწვევზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილის, ასევე დროის თაობაზე და მის მიწოდებას მოსწავლეებისათვის სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

მოსაწვევის ამოსაბეჭდად მიჰყევით ბმულს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9 იანვარს დაიწყება.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მისი მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ასევე იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური