GE

„NATO-ს სკოლა“ წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში

2023 წლის 20-22 ივნისს, წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა, YATA Georgia-სთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, NATO-ს ისტორიის, პოლიტიკისა და საქმიანობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით პროექტი – „NATO-ს სკოლა“ განახორციელა.

NATO-ს დღეებისადმი მიძღვნილ სალექციო და პრაქტიკული კომპონენტებისგან შემდგარ პროექტში მონაწილეობდნენ, როგორც SANGU-ს, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეები.

20-21 ივნისს, პროექტის ფარგლებში, SANGU-ში ტრენინგები მოწვეულმა სპიკერებმა წარმართეს. თავდაცვის სამინისტროს აშშ-ს მრჩეველთა ჯგუფის “Valiant” მრჩეველმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლევან სიხარულიძემ, აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე: „ნატოს დაარსებისა და გაფართოების ისტორია“; კავკასიის/შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგო-უსაფრთხოებისა და სტრატეგიული საქმეების სპეციალისტმა ნიკა ჩიტაძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „NATO-ს პოლიტიკა, მისი ტრანსფორმაცია და როლი დღევანდელ რეალობაში’’; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების, გენერალური შტაბის, J5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის, სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ კი „ნატოს სამშვიდობო მისიების“ შესახებ ისაუბრა.

ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

22 ივნისს, პროექტის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სიმულაციურ სწავლებაში ჩართულიყვნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური