ნახევარ მილიონ ლარზე მეტი „საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2024-ის“ ჩასატარებლად დაიხარჯება
5 აპრილს, მასშტაბური სტუდენტური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაა დაგეგმილი და როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ამბობს, მასში მონაწილეობას ყველა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 20 000-მდე სტუდენტი მიიღებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 27 მარტის განკარგულებით კი ფესტივალისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
“საქართველოს 2024 წლის სახეკმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ახალგაზრდობის სააგენტოს დაევალოს ააიპ საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის დაფინანსება 500 708 ლარის ოდენობით, “საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2024-ის” შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, პროგრამის – “ახალგაზრდობსი ხელშეწყობის” ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან”, – წერია განკარგულებაში.
სტუდენტური ფესტივალის გამართვა სხვადასხვა მიმართულებით არის დაგეგმილი.
ამავე თემაზე:
სპორტული ტურნირები, სახალისო და საგრანტო კონკურსები – მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი იწყება
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება