GE

ნინო დობორჯგინიძე 1978 წლის 14 აპრილის ქრონიკას იხსენებს (ვიდეო)

1978 წლის 14 აპრილს ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად მიმართულმა სტუდენტურმა პროტესტმა შედეგი გამოიღო: საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკაში ქართულმა შეინარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი.

სტუდენტთა შორის, ვინც საპროტესტო მიმართვას ხელი მოაწერა და მრავალათასიან დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა, იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, ნინო დობორჯგინიძე – ილიაუნის ამჟამინდელი რექტორი.

ინტერვიუში ის იხსენებს 14 აპრილის ქრონიკას და საუბრობს იმ გამოწვევებზე, რაც დღესაც მწვავედ დგას ქართული ენის წინაშე.

ვიდეოში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რადიო თავისუფლების საარქივო მასალები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური