GE

ნუ დაელოდებით ბოლო დღეს – დარეგისტრირდით VET.GE- ზე და აირჩიეთ „სქილვილი“

კოლეჯ „სქილვილში“ 10 თანამედროვე პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს. რეგისტრაცია VET.GE-ზე 9 ოქტომბერს დასრულდება. ჩარიცხვის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, მონიშნოს „სქილვილი“ და აირჩიოს სასურველი პროფესიული სადიპლომო პროგრამა. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

კოლეჯ „სქილვილში“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. სწავლა შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც, რაც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებს, ისე საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. პროფესიული სადიპლომო პროგრამები 10-დან 19 თვემდე გრძელდება.

„სქილვილის“ ასარჩევად აპლიკანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია VET.GE-ზე, დაწესებულებების ჩამონათვალში მონიშნოს „სქილვილი“ და შემდეგ აირჩიოს სასურველი პროფესიული სადიპლომო პროგრამა.

„სქილვილში“ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ სასწავლო მასალას, არამედ იმასაც, თუ როგორ გამოიყენებს სტუდენტი ცოდნას პრაქტიკაში. პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე სასწავლო პროცესს უძღვებიან კვალიფიციური მასწავლებლები და მოქმედი პროფესიონალები. სტუდენტები ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, მონაწილეობენ პროფესიულ შეხვედრებში და სწავლების პერიოდშივე ეცნობიან სამუშაო გარემოს.

პროფესიული სადიპლომო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს სახელმწიფო პროფესიულ დიპლომს. დიპლომის წარდგენა შესაძლებელია ევროპულ ქვეყნებში სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით.

10 პროფესიული სადიპლომო პროგრამა:

  • Front-End პროგრამირება – 11 თვე. ვებგვერდებისა და ციფრული პროდუქტების ვიზუალური და ინტერაქტიული ნაწილის შექმნა.
  • კომპიუტერული ქსელი და სისტემები – 18 თვე. ქსელების, კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართვა და მართვა.
  • IT ინფრასტრუქტურის მართვა – 10 თვე. ორგანიზაციის ტექნოლოგიური გარემოს გამართული, უსაფრთხო და სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი (Full-Stack პროგრამირება) – 19 თვე. პროგრამებისა და ციფრული გადაწყვეტილებების დაგეგმვა და შექმნა როგორც მომხმარებლისთვის ხილულ, ისე სისტემურ ნაწილში.
  • ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები – 13 თვე. AI ინსტრუმენტების პასუხისმგებლიანი გამოყენება, პროცესების ავტომატიზაცია და პრაქტიკული გადაწყვეტების შექმნა.
  • ციფრული მარკეტინგი – 11 თვე. ბრენდების ონლაინ განვითარება, კონტენტი, სოციალური მედია, SEO, SEM და შედეგების ანალიზი.
  • მონაცემთა ანალიტიკა – 14 თვე. მონაცემების დამუშავება, გააზრება და ბიზნეს თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოყენება.
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება QA – 15 თვე. ციფრული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, დეფექტების აღმოჩენა და ტესტირების პროცესების ავტომატიზაცია.
  • IT პროექტების მენეჯმენტი – 12 თვე. ტექნოლოგიური პროექტების, გუნდების, ვადების, რისკებისა და შედეგების მართვა.
  • ბუღალტრული აღრიცხვა – 18 თვე. კომპანიის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი.

რა შესაძლებლობები ელოდებათ სტუდენტებს

„სქილვილი“ 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. თანამშრომლობა სტუდენტებისთვის ქმნის დამსაქმებლებთან შეხვედრის, სტაჟირების, პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებს. 2026 წლის დასაქმების ფორუმზე ისინი 30-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტექნოლოგიური და ციფრული პროფესიების სპეციფიკა კურსდამთავრებულებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად ითანამშრომლონ საერთაშორისო კომპანიებთან და ჩაერთონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებში, კონკრეტული პროფესიისა და დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისად.

სტუდენტური გამოცდილება აუდიტორიის მიღმა მასტერკლასებთან და სხვადასხვა აქტივობასთან ერთად სტუდენტებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაც აქვთ. „სქილვილის“ სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში. ასევე დაგეგმილია ვიზიტები და მონაწილეობა ტექნოლოგიურ ღონისძიებებში ლუგანოში, შვეიცარიაში, კანში, რომსა და ლონდონში.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm